X
GOGA.TV
13
ლერი სულაბერიძის საქმეზე პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა
  • ლერი სულაბერიძის საქმეზე პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა

    "ვერის საძმოს" ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მიმართ გასროლის ბრალდებით, პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა. ეჭვმიტანილი სამალთალდამცველებმა პოლიციაში გამოკითხის შემდეგ დააპატიმრეს.

    ლერი სულაბერიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დაზარალებულს აღნიშნული სახელი და გვარი არაფერს ეუბნება. "ჩემთსთვის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია,"-უთხრა "რუსთავი 2-ს" ირმა ჭკადუამ.

    შეგახსენებთ ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კალების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დაესხნენ თავს. ინციდენტის დროს სულაბერიძე გადარჩა, მის მანქნანას კი 5 ნატყვიარი აქვს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.
    349 ნახვა
    29-07-2020, 08:54