X
GOGA.TV
13
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "სამსახურისა და წარმატების სფერო გაგიაქტიურდებათ"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "სამსახურისა და წარმატების სფერო გაგიაქტიურდებათ"

    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რი შექ­მნათ მე­გობ­რებ­თან, გა­აქ­ტი­ურ­დეთ სო­ცი­ა­ლუ­რად. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი და კე­თი­ლი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კო­ლე­გებ­თან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. ეცა­დეთ, არ იყოთ ამა­ყი და მო­ე­რი­დეთ ლი­დე­რო­ბას.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე თვის და­სა­წყის­ში და­ი­წყეთ და მო­აგ­ვა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ საქ­მე­ებ­ში ვი­ღაც გან­ზრახ გიშ­ლით ხელს, გა­მო­გიჩ­ნდნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი. მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ მუ­შა­ო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მი­ტო­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბას გა­და­წყვეტთ. შე­იძ­ლე­ბა ძველ პარტნი­ო­რებ­თან, მე­გობ­რებ­თა­ნაც აღად­გი­ნოთ კავ­ში­რი. მივ­ლი­ნე­ბე­ბი, თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იქ­ნე­ბა, არ მოც­დეთ მათ­ზე.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    აგ­ვის­ტო­ში სამ­სა­ხუ­რი­სა და წარ­მა­ტე­ბის სფე­რო გა­გი­აქ­ტი­ურ­დე­ბათ. ნუ და­ე­ლო­დე­ბით, რო­დის შე­გამ­ჩნევთ უფ­რო­სი, თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. რაც უფრო მეტ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ავ­ლენთ, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან ან სამ­სა­ხურ­ში. თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ, მო­ემ­ზა­დეთ, რომ სამ­სა­ხურ­ში თქვე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო მო­ი­მა­ტეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა ოჯახ­ში. ეცა­დეთ, დრო თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ. სხვა­თა შო­რის, სამ­სა­ხურ­ში წარ­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა თქვენს მე­უღ­ლე­საც ეწ­ვი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, სა­წუ­წუ­ნოდ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გაქვთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მარ­ტოს გა­გი­ჭირ­დე­ბათ და ვარ­ჯი­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ი­წყეთ. ერ­თად უფრო მხი­ა­რუ­ლად იქ­ნე­ბით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ გან­წყო­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­გი­ამ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თოს, არა სას­წრა­ფო, არა­მედ, გეგ­მი­უ­რი.

    ქა­ლე­ბის­თვის
    კარ­გი თვეა ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ რთუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ზე და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა ან სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მოს. მთა­ვა­რია, თა­ვად იყოთ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ტექ­ნი­კის ან მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლის ყიდ­ვას გა­და­წყვეტს. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ ად­ვი­ლად მო­აგ­ვა­რებთ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ადრე რთუ­ლი გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ისე სწრა­ფად არ გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც ეს თქვენ გსურთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია. იყა­ვით თა­მა­მი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი. სირ­თუ­ლე­ე­ბი ვერ შე­გა­ში­ნებთ, უფრო სა­ინ­ტერ­სოდ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ და სა­კუ­თარ ძა­ლებ­საც გა­მოც­დით. კარ­გია კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და პრო­ფე­სი­ულ სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბა, სა­დაც კო­ლე­გებს სა­კუ­თარ ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რებთ. ზო­გი­ერთს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნის და­წყე­ბა ელის. რო­მან­ტი­კით აღ­სავ­სე თვე ელით და­წყვი­ლე­ბუ­ლებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    113 ნახვა
    30-07-2020, 00:54