X
GOGA.TV
13
  • წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე, პარტიებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს

    წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე, პარტიებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. ცესკოს უკვე 68 პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა.

    დღეს რამდენიმე პარტიამ ოფიციალურად გააკეთა ღია განაცხადი, ბრძოლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე დაწყებულია.

    საარჩევნო კამპანია მცხეთიდან დაიწყო ეკა ბესელიამ, რომელიც ამავე ოლქში მაჟორიტარი იქნება.

    პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა და პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის ის თავის საარჩევნო კამპანიას მთლიანად უძღვნის დის შვილს - გივიკოს. რადგან ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ის მისი მყარი თანამებრძოლი იქნება.

    "რატომ ავირჩიე მცხეთა? - ეს ქალაქი საქართველოს მარადიულობის სიმბოლოს, მასთან მე სულიერი კავშირი მაქვს. ამიტომ, ჩემი არჩევანი შემთხვევითო არ არის. რაც შეეხება ჩვენი პარტიის სიმბოლურ ფერს, მწვანე ფერი ეს არის მშვიდი სიცოცხლისა და ჯანმრთელი გარემოს ფერია. მთავრი კი არის გივიკო, ჩემი დის შვილი, რომელიც ჩემი საარჩევნო კამპანიის მუზა და ნაწილია. ჩვენ ერთად დავიწყეთ საარჩევნო კამპანია. გივიკო ჩემთვის მომავლის სიმბოლოა. მთელი ეს ბრძოლა, არჩევნები რაღაცისთვის ხომ გჭირდება, რაღაც იდეა ხომ არის მთავრი, ეს იდეა ჩემთვის არის გივიკო.

    საარჩევნო კამპანიას მთლიანად ვუძღვნი გივიკოს, დავიწყე და მასთან ერთად დავასრულებ ამ ყველაფერს. ის ჩემთან ერთად ივლის შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის საარჩევნო კამპანიის დროს, ჩემი მყარი თანამებრძოლი იქნება.

    მინდა, რომ ამ ძალიან აგრესიულ და დაძაბულ გარემოში, რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ ცვლილებებამდე.

    ჩვენი პარტიის სახელი - "სამართლიანობისთვის" გამოხატავს მთელს ჩემს ბრძოლას, რაც მე ბოლო 24 წელია მახსოვს. ეს არის იდეა, რომელიც ყველასთან ახლოს მიდის,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მის პარტიაში ბევრი ქალი იქნება, მათი ვინაობა კი, ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება.
    158 ნახვა
    30-07-2020, 12:46