X
GOGA.TV
13
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    შეეცადეთ დღეს არ დაუშვათ სამსახურში შეცდომა, შეიძლება სახლიდან დაგირეკონ და შეგატყობინონ ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის შესახებ. სიფხიზლე გმართებთ ფინანსურ ოპერაციებთან.


    კურო
    დღეს ნებისმიერ სიტუაციას გაართმევთ თავს. განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით მიმდინარე მოვლენების მიმართ, თუ მათში ჩართული იქნებიან ნათესავები, მეზობლები, ბავშვები, ან სხვა თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. ურთიერთობის მოსაგვარებლად ყველა ღონეს იხმართ. ბიზნესში წერილობით შეთანხმებას ამჯობინეთ სიტყვიერი.


    ტყუპები
    თუ დღეს საკუთარ ინტერესებს დაუპირისპირებთ ახლობლების, საყვარელი ადამიანების, მეგობრების მოთხოვნილებებს, შესაძლოა მარტოობაში და მთავარი მოვლენების გვერდით აღმოჩნდეთ. ამ დროს მოიმატებს მგრძნობიარობა, ძლიერი ემოციური დამოკიდებულება დაგაფიქრებთ მომავალ მატერიალურ უზრუნველყოფაზე, რითაც შეძლებთ ძვირფასი ადამიანის შენარჩუნებას.


    კირჩხიბი
    დღევანდელი დღე ხელსაყრელი მომენტია წამოწყებებისთვის ცხოვრების ბევრ სფეროში, გარდა იმათი, სადაც ინტელექტუალური ნაწილია მნიშვნელოვანი, მოითხოვება მოქნილობა და მოხერხებულობა. ნებისმიერ სფეროში, სადაც საჭიროა შეუპოვრობა, ფიზიკური ძალა, სიმტკიცე, მოთმინება, ზრუნვა, შემოქმედება სათანადო სიმაღლეზე იქნებით.


    ლომი
    დღეს თქვენი წარმატებები დამოკიდებულია ოჯახურ მდგომარეობაზე. შესაძლოა არ გსურთ თქვენი მდგომარეობის, ოჯახური სიტუაციის ან მშობლებთან ურთიერთობის აფიშირება. თქვენი უფროსი გენდობათ და დავალებას მოგცემთ, როგორც სანდო თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია საიდუმლოს შენახვა, ამას სერიოზულად მოეკიდეთ.


    ქალწული
    იმოქმედეთ საკუთარ შეხედულებებთან თანხმობით. თუ თქვენი წამოწყებები შეეხება სახლს და ოჯახს, სანერვიულოც არ გაქვთ, რადგან ახლობლები ისედაც იზიარებენ თქვენ მოსაზრებებს.


    სასწორი
    დღეს მთავარი იქნება ინვესტიციებთან, კრედიტის მიღებასთან, გადასახადებთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა თქვენი გრძელვადიანი და მთავარი სპონსორები გახდნენ ნათესავები. ხელსაყრელი დღეა ახალი კონკრეტული ინიციატებისთვის, გეგმების რეალიზებისთვის, არასასურველია დოკუმენტების ხელმოწერა.


    მორიელი
    დღისით გაძლიერდება თქვენი რომანტიკული და შემოქმედებითი საწყისი. ხელსაყრელი დღეა არაფორმალური ხასიათის წამოწყებებისთვის, არაოფიციალური ნაცნობობისთვის.


    მშვილდოსანი
    დღეს იგრძნობთ და შეაფასებთ სხვა ადამიანთან მატერიალური თანამშრომლობით დაინტერესების სიღრმეს. სახსრების გამომუშავების ან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძლიერი სურვილი გიბიძგებთ დაძაბული და შეუპოვარი მუშაობისკენ, მიუხედავად თანამდებობრივი მდგომარეობისა.


    თხის რქა
    იყავით აქტიური და ენერგიული, რათა კარიერაში პოზიციები გაიმყაროთ. თუ საქმეს აზარტით მოეკიდებით, წარმატებაც გარანტირებული გექნებათ. დღე იდეალურია მოგზაურობისა და საქმიანი მივლინებებისთვის.


    მერწყული
    დღეს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ შინაურებისთვის. ამ დროს კმაყოფილების გრძნობას ნუ დამალავთ, რითაც კიდევ გაამყარებთ ოჯახურ კავშირებს. დღეს ნუ დაწვრილმანდებით. შეუპოვარი შრომის შედეგად შეძლებთ საკუთარი სახლის ციხე-სიმაგრედ გადაქცევას, ამასთანავე გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.


    თევზები
    დღეს მოგიწევთ ოცნებების გვედით გადადება და სამსახურეობრივი საქმეების საგულდაგულოდ შესრულება.
    603 ნახვა
    2-08-2020, 13:43