X
GOGA.TV
13
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

    გეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­ტად ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს, გა­იც­ნოთ თქვე­ნი თავი, ში­შე­ბი, გა­ერ­კვეთ სურ­ვი­ლებ­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ ზღუ­და­ვენ, შე­ზღუ­დუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. არ გირ­ჩევთ ზედ­მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თარ თავს, ჯან­მრთე­ლო­ბის, ფსი­ქო­ლო­გო­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ჯო­ბე­სე­ბას. და­ას­რუ­ლეთ წარ­სულ­ში და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც შე­ად­გი­ნეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აგ­ვის­ტო­ში შვე­ბუ­ლე­ბას აი­ღებთ. მშვი­დად შე­ხე­დავთ მოვ­ლე­ნებს და მიხ­ვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე თქვენ არ ხართ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის პირ­ვე­ლი სამი დე­კა­და და­უთ­მეთ სა­კუთრ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას, იმ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას, რა­საც ფლობთ. შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როთ ან თქვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ნაკ­ლე­ბად შეხ­ვდეთ ახ­ლობ­ლებს, არ გა­გიჩ­ნდეთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბის სურ­ვი­ლი. და­უთ­მეთ ეს დრო უკვე არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ ახლა მიხ­ვდე­ბით, ვი­ნაა თქვენ­თვის ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი. თვის ბო­ლოს სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. ახა­ლი იდე­ე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ და მათი გან­ხორ­ცი­ლე­ბე­ის პერ­სპექ­ტი­ვა. თა­მა­მად გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    აგ­ვის­ტო­ში სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­დავთ მე­გობ­რებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. შე­იძ­ლე­ბა მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეთ და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო გა­ი­გოთ მათ­ზე. ზო­გი­ერთ მე­გო­ბარს კი ისე ახ­ლოს გა­იც­ნობთ და ისეთ თვი­სე­ბებს აღ­მო­ა­ჩენთ მას­ში, რომ მე­გობ­რო­ბას სიყ­ვა­რულ­ში გა­დაზ­რდით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბას ადა­მი­ან­თან, ვინც მის პრო­ექტს ფი­ნან­სუ­რად და­ა­ფი­ნან­სებს. ან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. თუ თა­ვად მშვი­დად იქ­ნე­ბით, ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებს, მათ აღ­ზრდას. ას­წავ­ლეთ, რომ და­გეხ­მა­რონ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში აპი­რებთ გას­ვლას, ოჯახ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ შე­მო­სა­ვა­ლი. შე­იძ­ლე­ბა წარ­სულ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ფული აგ­ვის­ტო­ში გა­და­გი­ხა­დონ. ზო­გი­ერ­თი კი ფა­რუ­ლი წყა­რო­დან მი­ი­ღებს მა­ტე­რი­ა­ლურ სარ­გე­ბელს. გირ­ჩევთ, სხვი­სი ფული დაკ­ვირ­ვე­ბით გან­კარ­გოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს. თვის და­სა­წყის­ში სირ­თუ­ლე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, ალი­მენ­ტთან, გა­და­სახ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აგ­ვის­ტო­ში მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა. სექსს ისე გა­ნი­ხი­ლავთ, რო­გორც სპორ­ტს. ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი.

    ქა­ლე­ბის­თვის
    აუჩ­ქა­რებ­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. შე­ი­ტა­ნეთ გეგ­მებ­ში კო­რექ­ტი­ვე­ბი. მო­უგ­ვარ­დით თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. ნუ გა­მარ­თავთ რთულ შეხ­ვედ­რებ­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. უმ­ჯო­ბე­სია, ჯერ სა­კუ­თარ თავ­ში გა­ერ­კვეთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ზედ­მე­ტი ფუ­ლის ხარ­ჯვას არ გირ­ჩევთ. ეცა­დეთ, მეტი დრო სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას და­უთ­მოთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ენერ­გი­უ­ლი და მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი ხართ, მაგ­რამ აგ­ვის­ტო­ში ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას არ გირ­ჩევთ. და­აკ­ვირ­დით და კარ­გად შე­ის­წავ­ლეთ პარტნი­ო­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბი. მე­ტად გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რომ­ლებ­საც თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნის­თვის სი­მარ­თლის პირ­ში მიხ­ლას, იყა­ვით კო­რექ­ტუ­ლი. აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ოჯახ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ. და­კავ­დით სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით და მე­ტად იზ­რუ­ნეთ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    126 ნახვა
    3-08-2020, 00:03