X
GOGA.TV
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "იღბალი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გპირდებათ"

    ეცა­დეთ, გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი გყვა­დეთ, ვის­გა­ნაც ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭერს მი­ი­ღებთ. გა­აქ­ტი­ურ­დით მემ­კვიდ­რე­ო­ბის მო­სა­თხოვ­ნად, პარტნი­ო­რის ფუ­ლე­ბის გო­ნივ­რუ­ლად და­სა­ბან­დებ­ლად. აქვე უნდა გა­დაფრ­თხი­ლოთ, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ცი­ებ­ში მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა და სი­დინ­ჯე უნდა გა­მოვ­ლი­ნოთ. სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ისე­დაც ზედ­მე­ტად მომ­თხოვ­ნი ხართ და საქ­მე­ებს სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებთ. მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი, რის გა­მოც თავს და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნად იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა ფული და­ა­ბან­დოთ სარ­ფი­ან საქ­მე­ებ­ში. ან და­აბ­რუ­ნოთ ვალი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში სამ­სა­ხურ­ში მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბულ, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. აგ­ვის­ტოს შუა თვი­დან სი­ტუ­ა­ცია გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოს. ნუ გექ­ნე­ბათ პარტნი­ო­რე­ბის იმე­დი, ყვე­ლა რთუ­ლი სა­კი­თხი თქვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა. თვის ბო­ლოს მოგ­ზა­უ­რო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღოთ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­როს ან უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყოს, ეს კი­დევ უფრო მე­ტად და­გეხ­მა­რე­ბათ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მე­გობ­რო­ბის თე­მას. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მე­წყვი­ლის ძი­ე­ბა­ში. "ვინც ეძებს - პო­უ­ლობს" და თქვენც აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­მარ­თლებთ. იღ­ბა­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რას გპირ­დე­ბათ. ერთი კი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იზ­რდე­ბა მყარ და სა­ი­მე­დო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. დატ­კბე­ბი­ან რო­მან­ტი­კი­თა და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. აგ­ვის­ტო ის თვეა, როცა სრუ­ლად შე­იგ­რძნობთ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლად იდე­ა­ლუ­რად არ გაქვთ. არა­ფე­რი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი არ შე­იძნოთ. ფუ­ლის ეკო­ნო­მი­უ­რად ხარ­ჯვას კი თქვენ ვე­რა­ვინ გას­წავ­ლით. სა­სურ­ვე­ლია, მხო­ლოდ ოჯა­ხუ­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხარ­ჯით შე­მო­ი­ფარ­გლოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ეცა­დეთ, ფი­ზი­კუ­რად არ გა­და­ი­ღა­ლოთ. ამან შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გა­უფრ­თხილ­დით ხერ­ხე­მალს. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მსუ­ბუ­ქი მა­სა­ჟი. ხოლო თუ ად­რეც გა­წუ­ხებ­დათ, არ და­ა­ყოვ­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბა. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, სა­სურ­ვე­ლია, მშობ­ლი­ურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­როთ მეტი დრო, სა­დაც მო­გივ­ლი­ან და მო­გე­ფე­რე­ბი­ან.

    ქა­ლე­ბის­თვის
    და­გეგ­მა­რე­ბი­სა და გეგ­მე­ბის ჩა­მო­წე­რის­გან აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბა­ზე გა­და­დით. თქვენ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ვერ შე­გა­ში­ნებთ, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას მარ­ტი­ვად გა­არ­თმევთ თავს. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ადრე და­გეგ­მი­ლი საქ­მე­ე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. და­უ­მე­გობ­რი­დით ადა­მი­ა­ნებს, ვის­ზეც თქვე­ნი წინსვლაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. კარ­გი თვეა თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა მო­გი­წევთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    თვის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დე უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რას, სა­უბ­რებს, საქ­მე­ებს. ეს სა­სი­კე­თეს არა­ფერს მო­გი­ტანთ. აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სიტ­კბო და ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. მარ­ტოხ­ლებს კი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან შეხ­ვედ­რის შან­სი გა­გი­ას­მაგ­დე­ბათ. მე­ტად გა­მო­ი­ჩი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    214 ნახვა
    3-08-2020, 00:08