X
GOGA.TV
გიგა ბოკერია კენჭს მაჟორიტარად ფოთში, ხობსა და სენაკში იყრის
  • გიგა ბოკერია კენჭს მაჟორიტარად ფოთში, ხობსა და სენაკში იყრის

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კენჭს მაჟორიტარად ფოთში, ხობსა და სენაკში იყრის, ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

    "ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ სიახლე სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებას და ვეთანხმები, სიახლე ყოველთვის მნიშვნელოვანია.

    უბრალოდ, ჩემთვის, 20 წელია პოლიტიკაში ვარ, ძნელია ჩემი სახით რაიმე სიახლე შევთავაზო ხალხს. სიახლე იქნებოდა, და ბევრი ისურვებდა, რომ პოლიტიკიდან წავიდე. მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ წასვლის დრო არ არის და რაღაც სიახლე უნდა მომეფიქრებინა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირველად, ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ფოთში, ხობსა და სენაკში,“ - განაცხადა ბოკერიამ.

    მის განცხადებას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა ტაშითა და ფეხზე წამოდგომით შეხვდა, რაზეც ბოკერიამ იხუმრა, რომ დიდი ხანია, უგულავას მისი მაჟორიტარად გაშვების გეგმა ჰქონდა.

    რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა ბოკერიამ კენჭი ამ მუნიციპალიტეტებში იყაროს, ის ამბობს :

    „არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი ფოთში არის დაბადებული, არამედ იმიტომ რომ ეს ნაწილი საქართველოსი არის ყველაზე ევროპული ნაწილი საქართველოში.“
    113 ნახვა
    3-08-2020, 07:40