X
GOGA.TV
13
3-9 აგვისტოს სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი
  • 3-9 აგვისტოს სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი

    ემოციურად დაძაბული კვირა გველოდება, რადგან ორშაბათს საღამოს სავსემთვარეობას ველოდებით. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები ზედმეტად გაღიზიანებულები არიან. გაუფრთხილდით თირკმელებს, ნუ ჩაიტარებთ პროცედურებს, რომლებიც სისხლის დაკარგვასთანაა კავშირში. ზომიერად (სასურველია, შემცირებულად) მიიღეთ მარილიანი და სანელებლიანი საკვები. კოსმეტიკურმა საშუალებებმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. გაუფრთხილდით ყურებს, არ გაიციოთ და არც მძიმე საყურეები დაიკიდოთ. გახსოვდეთ, რომ 4 აგვისტოდან მთვარე კლებას იწყებს. ამ პერიოდში უმჯობესია საქმეების დასრულება, ისეთი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, რაც რაღაცისგან გათავისუფლებას მოითხოვს.

    4 აგვისტო - მთვარე მერწყულის ზოდიაქოშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან
    გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.


    5-7 აგვისტო (17:06-მდე) მთვარე თევზების ზოდიაქოშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.


    7-9 აგვისტო (17:06-დან) მთვარე ვერძის ზოდიაქოშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.

    წყარო: marao.ge
    142 ნახვა
    4-08-2020, 00:49