X
GOGA.TV
13
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს თავი შეიკავეთ აქტიური და დამღლელი საქმიანობისგან, უმჯობესია კარგად დაისვენოთ. კარგი იქნება ბუნებაში გასვლა.


    კურო
    დღეს მოგიწევთ დაუგეგმავი ხარჯები, არ არის გამორიცხული არასასიამოვნო ამბის გაგება. ასევე, ამ დღის განმავლობაში გექნებათ წარმატება საწინააღმდეგო სქესთან მიმართებაში. შესაძლებელია გაგიახლდეთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა.


    ტყუპები
    დაგეგმილ საქმეებს სხვა დროისთვის ნუ გადადებთ, რადგან ეს დღე კარგია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.


    კირჩხიბი
    დღეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა გადადეთ, რადგან არაფერ კარგს არ მოგიტანთ და შეიძლება კამათი მოგიწიოთ.საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გააკონტროლეთ წამლის დოზა.


    ლომი
    სიყვარული დღევანდელ დღეს თქვენთვის მთავარი იქნება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროს გაატარებთ. მარტოხელებს კი ახალი სასიყვარულო თავგადასავლები ელით.


    ქალწული
    გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სასიყვარულო ურთიერთობებში მცირედი იმედგაცრუება გელით, მაგრამ მეგობრების დახმარებით ყველაფერს ადვილად გადაიტანთ.


    სასწორი
    კარიერაში მნიშვნელოვანი სარისკო ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ. ეს დღე იდეალურია მოგზაურობისა და სასიყვარულო თავგადასავლებისათვის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალნაცნობებთან ურთიერთობისას. ადვილად ნურავის ენდობით.


    მორიელი
    დღევანდელ დღეს მოგიწევთ ყველანაირი ვალდებულების საკუთარ თავზე აღება. ბავშვებთან მიმართებაში ფრთხილად იყავით და ეცადეთ დიდი ხანი არ დატოვოთ უყურადღებოდ, რადგან დიდია იმის ალბათობა რომ დაიკარგონ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.


    მშვილდოსანი
    დღეს სამსახურში უამრავ ახალ პერსპექტიულ წინადადებას შემოგთავაზებენ, კარგად დაფიქრდით, რჩევა თანამშრომლებსაც კითხეთ და მხოლოდ მაშინ მოაწერეთ ხელი დოკუმენტებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.


    თხის რქა
    დღეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. უმჯობესია სპორტით თუ დაკავდებით დღეს, მოძრაობა თქვენთვის აუცილებელია. მეტი იკონტაქტეთ გარშემომყოფებთან.


    მერწყული
    იპოვეთ თქვენი ადგილი მზისქვეშეთში? იპოვეთ მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა? არ შედრკეთ და გააძევეთ თვითმარქვია, რომელიც გამოიჭიმულა თქვენთვის თვით ბედისგან ნაბოძებ სკამზე.


    თევზები
    უმჯობესია მყარი საფუძველი შეუქმნათ არსებულ ბიზნესს, ვიდრე ახალის წამოწყებაზე იფიქროთ.
    169 ნახვა
    6-08-2020, 14:04