X
GOGA.TV
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა
  • გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

    თბილისში გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.

    როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
    123 ნახვა
    7-08-2020, 09:12