X
GOGA.TV
13
რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"
  • რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

    რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბის­თვის ას­ტრო­ლო­ი­უ­რად ხელ­საყ­რე­ლი დღის შერ­ჩე­ვა გვსურს, ასეთ დროს, რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, არ შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში უამ­რა­ვი კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. აი, რას წერს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი და რას ურ­ჩევს მათ, ვი­საც წლის ბო­ლომ­დე სურთ ქორ­წი­ნე­ბა:

    "ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ასეთ დროს, ჩემო კარ­გე­ბო, მთვა­რის მდე­ბა­რე­ო­ბა, ას­პექ­ტე­ბი, მზარ­დია ფაზა თუ არა... მერე ვე­ნე­რას მდე­ბა­რე­ო­ბა და ას­პექ­ტე­ბი, მზის... თქვე­ნი პი­რა­დი რუ­კე­ბი... ბო­ლომ­დე იდე­ა­ლუ­რი დღე შე­იძ­ლე­ბა მთელს წე­ლი­წად­შიც არ იყოს, არამ­ცთუ უახ­ლო­ეს "შა­ფათს"... რაც წლის ბო­ლომ­დე თვე­ე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი, 5 თვე, ამ ხუთ თვე­ში 5 დღეც არაა სა­ა­მი­სოდ ხელ­საყ­რე­ლი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ! 15 აგ­ვის­ტოს ას­პექ­ტე­ბით და არა­უ­შავს, მაგ­რამ მთვა­რე კლე­ბა­დია, მერ­კუ­რიც დამ­წვა­რი. 20 აგ­ვის­ტო­დან 2 კვი­რა მთვა­რე კია მზარ­დი, მაგ­რამ ვე­ნე­რაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იუ­პი­ტე­რით და პლუ­ტო­ნით. გვინ­და? არ გვინ­და. 7 სექ­ტემ­ბერ­საც არა­უ­შავ­და, მთვა­რე რომ მზარ­დი ყო­ფი­ლი­ყო და ვე­ნე­რა-მარ­სის კვად­რა­ტი არ გვქო­ნო­და. (აფ­სუს, რა აფრა იკარ­გე­ბა?! თან მთვა­რეც კუ­რო­შია.. ეჰ...) 18-დან მთვა­რე კია მზარ­დი, მაგ­რამ ვე­ნე­რა-ურა­ნის კვად­რა­ტი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

    გა­მოვ­ტო­ვეთ ესეც. 23 სექ­ტემ­ბე­რი? ვე­ნე­რას და მთვა­რეს ტრი­ნი აქვთ, ფა­ზაც მზარ­დია, მზეს სა­ტურნ­თან ტრი­ნი აქვს და ხან­გრძლივ კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს. თუ და­ნარ­ჩენ და­ძა­ბულ ას­პექ­ტებს თვალს და­ვუ­ხუ­ჭავთ, ამ დღეს კი­დევ არა­უ­შავს რა. აჰა, და­ვი­მახ­სოვ­როთ.

    26-ც გა­ქა­ჩავ­და, მთვა­რე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სას­ტი­კად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე­თებს უერ­თდე­ბა თხის რქა­ში და ისე­თე­ბი აკ­ვად­რა­ტე­ბენ, რომ - არ-გვინ-და. მერე 30 სექ­ტემ­ბე­რია ცოტა ნორ­მა­ლუ­რი. მაგ­რამ მზეც უას­პექ­ტოა და მერ­კუ­რიც. რა ვიცი, რა ვიცი... მზა­დი ფაზა 17 ოქ­ტომ­ბრი­დან იწყე­ბა, აქაც ვე­ნე­რას და­ზი­ა­ნე­ბა გვაქვს, ამ­ჯე­რად ნეპ­ტუ­ნით - ილუ­ზი­ე­ბი, ტყუ­ი­ლე­ბი.

    25 ოქ­ტომ­ბერს მთვა­რე მზარ­დია, ვე­ნე­რა ჰარ­მო­ნი­უ­ლია. გავ­რის­კოთ? უი, მერ­კუ­რი ყო­ფი­ლა რეტ­რო. თან დამ­წვა­რი. პლი­უს მზე ურა­ნის ოპო­ზი­ცია. ვერა, ვერ გავ­რის­კავთ. მომ­დევ­ნო მზარ­დი ფაზა 16 ნო­ემ­ბრი­დან გვაქვს. და აჰა, ისევ ვე­ნე­რაა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ტურ­ნით, პლუ­ტო­ნით, იუ­პი­ტე­რით. ამას რომ მო­ვი­შო­რებთ, ახლა ურა­ნი ჩა­უდ­გე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში ჩვენს გო­გოს.

    მომ­დე­ვო მზარ­დი ფაზა 15 დე­კემ­ბრი­და­ნაა. ამ დღეს მერ­კუ­რია "შემ­წვა­რი", 16-ში მთვა­რეა თხის რქა­ში "ძვირ­ფას" შე­ერ­თე­ბას­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. მერე ურან­თან კვად­რა­ტი აქვს. მერე ვე­ნე­რას­თან. მერე მზეს­თან. მერე ჯერ მარსს უერ­თდე­ბა, მერე ლი­ლიტს.

    26 დე­კემ­ბერს კია მთვა­რე მზარ­დიც, კუ­რო­შიც და და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ოღონდ ვე­ნე­რა უას­პექ­ტოა. თუმ­ცა როცა არ­ჩე­ვა­ნი დიდი არაა, ეგებ ესეც და­ვი­მახ­სოვ­როთ. იმი­ტომ რომ 27-ში ვე­ნე­რა ისევ ზი­ან­დე­ბა და მერე უკვე კლე­ბა­დი ფა­ზაც მო­დის... ასეა, აი.

    2 დღე ძლივს გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ახლა ღმერ­თმა არ ქნას და უკურ­სო მთვა­რის პე­რი­ო­დი არ და­ემ­თხვას ან ერთს ან მე­ო­რეს. ვნა­ხოთ. 23 სექ­ტემ­ბერს უკურ­სო პე­რი­ო­დი 21:30-დან იწყე­ბა. 26 დე­კემ­ბერს - 15:30-დან. ანუ დრო­ში აქაც შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ხართ, უნდა მო­ას­წროთ, რომ ეტლი კვა­ხად არ გა­და­იქ­ცეს და მე­ეტ­ლე ვირ­თხად... და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს სიმ­წრით ნა­პოვ­ნი 2 დღე თქვენს ან თქვე­ნი პარტნი­ო­რის რუ­კას რომ ვერ მო­ერ­გოს...

    პ.ს. ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებ­ზეც ასე სა­თი­თა­ოდ არის სა­ძებ­ნე­ლი. ოღონდ იქ სხვა დე­ტა­ლებს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად კი­დევ სხვას და ასე შემ­დეგ. მოკ­ლედ, მიხ­ვდით, ხომ? "მომ­დევ­ნო კვი­რა­ში კარ­გი დღე რო­მე­ლია"- არ ყო­ფი­ლა მასე".

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    139 ნახვა
    8-08-2020, 00:41