X
GOGA.TV
13
ვინ იყო ამერიკელი მისტიკოსი, რომელიც ჰიპნოზში ადამიანებს ზუსტ დიაგნოზებს უსვამდა და რა წინაწარმეტყველებები დაუტოვა მან მსოფლიოს
  • ვინ იყო ამერიკელი მისტიკოსი, რომელიც ჰიპნოზში ადამიანებს ზუსტ დიაგნოზებს უსვამდა და რა წინაწარმეტყველებები დაუტოვა მან მსოფლიოს

    მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ამე­რი­კა­ში , კენ­ტუ­კის შტატ­ში ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­ში პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა - ედ­გარ კე­ი­სი ამო­უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბით და­ა­ვად­და. მან უცებ და­კარ­გა გონი და რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ამა­ოდ ასუ­ლი­ე­რებ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი. და მა­შინ როცა ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­იქ­ნია ხელი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, ბი­ჭუ­ნა მკა­ფი­ოდ და გარ­კვე­ვით ამე­ტყველ­და ძილ­ში. პა­ტა­რამ დეტ­ლუ­რად ახ­სნა თუ რო­გორ, რა ვი­თა­რე­ბა­ში და რა ფორ­მით მი­ი­ღო ტრამ­ვა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა მას ბე­ის­ბო­ლის ბურ­თი მოხ­ვდა თავ­ში. ამას­თან ერ­თად, მან ექიმს ზუს­ტი დი­რექ­ტი­ვე­ბიც მის­ცა იმის თა­ო­ბა­ზე თუ რა სა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის ნა­ყე­ნი უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­ი­მი­სოდ, რომ მას სა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შას­ნი მის­ცე­მო­და. ნა­ნა­ხით გა­ოგ­ნე­ბულ­მა მშობ­ლებ­მა ექიმს სთხო­ვეს ლე­თარ­გი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი შვი­ლის ნა­ლა­პა­რა­კე­ვი გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა და მის ინ­სტრუქ­ცი­ას ზედ­მი­წევ­ნით მიჰ­ყო­ლო­და.

    სა­ღა­მოს ავად­მყოფს სი­ცხემ და­უ­წია, ხოლო მომ­დევ­ნო დი­ლით პა­ტა­რა ედ­გა­რი გონს მო­ვი­და და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ალა­პა­რაკ­და. თუმ­ცა, წინა დღით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი გა­იხ­სე­ნა, უფრო მე­ტიც, მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც მან ექიმს და­უ­სა­ხე­ლა ბავ­შვს არა­სო­დეს ჰქონ­და ნა­ნა­ხი მით უმე­ტეს არა­ფე­რი გა­ე­გო მათ­ზე.

    სკო­ლა­ში მას "ლო­ქოს", "ბო­თეს" და "მე­ზღაპ­რეს" ეძახ­დნენ. იგი კლას­ში მა­ჩან­ჩა­ლად ით­ვლე­ბო­და, იმი­ტომ რომ იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებ­და სას­კო­ლო პროგ­რა­მის ათ­ვი­სე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი ედ­გარ კე­ი­სი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსოფ­ლი­ოს თავი უნი­კა­ლუ­რი ექ­სტრა­სენ­სო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის ნი­ჭით და­ა­მახ­სოვ­რა.

    16 წლის ასაკ­ში სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა. ფო­ტოგ­რა­ფი­ამ გა­ი­ტა­ცა. და­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­თან ერ­თად (იგი კლერ­კად მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ ბან­კში) ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით ირ­თობ­და თავს.

    თუმ­ცა­ღა ავადსახ­სე­ნე­ბელ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მამ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე 23 წლის ასაკ­შიც შე­ახ­სე­ნა თავი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას სახ­მო იო­გე­ბის მწვა­ვე ან­თე­ბა და­უდ­გინ­და, რის ხარ­ჯზეც ხმა წა­ერ­თვა და ლა­პა­რა­კის უნა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად და­კარ­გა. ამის გამო კე­ი­სის სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, მაგ­რამ საყ­ვა­რე­ლი საქ­მის - ფოტო გა­და­ღე­ბის­თვის დრო უკვე უფრო მეტი დარ­ჩა.

    ამ პე­რი­ო­დის­თვის იგი მხო­ლოდ ჩურ­ჩუ­ლით ახერ­ხებ­და სა­უ­ბარს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი უც­ნა­უ­რი სნე­უ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მცდე­ლო­ბამ, იგი ცნო­ბილ ნიუ-იორ­კელ ფსი­ქო­ლოგ­თან ელ ლე­ინ­თან მი­იყ­ვა­ნა. ლე­ი­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ პლაქ­ტი­კას­თან ერ­თად ჰიპ­ნო­ზის სე­ან­სე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად გახ­ლდათ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ედ­გა­რის მო­ნა­ყოლ­მა ბავ­შვო­ბა­ში ძი­ლის დროს ექი­მის­თვის ნა­კარ­ნა­ხე­ვი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის შე­სა­ხებ უბიძ­გა იმის­კენ, რომ კე­ი­სის­თვის ჰიპ­ნო­ზუ­რი სე­ან­სის ჩა­ტა­რე­ბა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, რა­ზეც პა­ცი­ენ­ტი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა. ტრან­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ედ­გარ­მა მას სრუ­ლი­ად სუფ­თა ხმით ამ­ცნო სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი - ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის არას­წო­რი ცირ­კუ­ლა­ცია. გარ­და ამი­სა, პა­ცი­ენ­ტმა ავად­მყო­ფო­ბის გან­კურ­ნე­ბის მე­თო­დიც გა­უ­ზი­ა­რა ექიმს, რო­მე­ლიც ლე­ინ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ყე­ნა.

    ამის შემ­დეგ ედ­გარს უპ­რობ­ლე­მოდ და­უბ­რუნ­და ხმის ძვე­ლე­ბუ­რი ტემ­ბრი. ედ­გა­რის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ელ ლე­ი­ნი მა­შინ­ვე სთა­ვა­ზობს მას სამ­სა­ხურს. მას სურს, რომ მან და ედ­გარ­მა ერ­თად იმუ­შა­ონ პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ზე და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ედ­გარ კე­ი­სი სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოკ­ლე­ბუ­ლია ყო­ველ­გვარ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას, იგი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც თან­ხმდე­ბა ექი­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. მაგ­რამ მას კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აჩ­ნია, სურს რომ არა­სო­დეს ხე­დავ­დეს სა­კუ­თარ პა­ცი­ენ­ტებს, სე­ანსს აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წროს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მი და არა­ვინ შეს­თა­ვა­ზოს გა­სამ­რჯე­ლო გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გამო.

    თუმ­ცა, ედ­გა­რის მიერ დას­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი დი­აგ­ნო­ზი იმ­დე­ნად ზუს­ტია, რომ ექი­მე­ბი მას უნი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ექ­სცენ­ტრულ კო­ლე­გად მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მე­ლიც რა­ღაც აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზით ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის შე­ნიღბვას.

    კე­ი­სი სა­კუ­თა­რი გრა­ფი­კით ცხოვ­რობს. დღე­ში ორ პა­ცი­ენტზე მეტს არა­სო­დეს იღებს. ესეც იმი­ტომ, რომ მას სურს, დრო საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის - ფო­ტოგ­რა­ფი­ის­თვი­საც მო­ი­ტო­ვოს. იგი არ ფლობს არა­ნა­ირ აკა­დე­მი­ურ გა­ნათ­ლე­ბას, მათ შო­რის არც სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით და იცის მხო­ლოდ ერთი ენა - მშობ­ლი­უ­რი ინ­გლი­სუ­რი. თუმ­ცა მის სა­ხელ­ზე მო­სულ უცხო­ურ წე­რი­ლებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად პა­სუ­ხობს ად­რე­სა­ტის ენა­ზე. ყვე­ლა­ფერ ამას კი იგი ტრან­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ახორ­ცი­ე­ლებს. თუმ­ცა, გა­მო­ფხიზ­ლე­ბულს უკვე არა­ფე­რი ახ­სოვს თუ რა მო­ი­მოქ­მე­და.

    ერთ-ერთი სე­ან­სის დროს კე­ი­სიმ პა­ცი­ენტს კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი გა­მო­უ­წე­რა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა გახ­ლდათ "კო­დი­რო­ნი", თუმ­ცა მის შე­სა­ძე­ნად პა­ცი­ენ­ტი მან არა აფ­თი­აქ­ში არა­მედ ჩი­კა­გოს ერთ-ერთ ფარ­მა­ცევ­ტულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თა. აღ­მოჩ­ნდა რომ პრე­პა­რატ "კო­დი­რო­ნის" ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც არ­სად იყო გა­ყიდ­ვა­ში, სულ ცოტა ხნის წინ და­ზუს­ტდა და სა­ხელ­წო­დე­ბაც მი­ე­ნი­ჭა. მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის იყო ცნო­ბი­ლი.

    ედ­გარ კე­ი­სის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მალე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს გას­ცდა და კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის წი­ნას­წარ ხედ­ვის ნი­ჭ­ში გა­მოვ­ლინ­და. კე­ი­სიმ ზუს­ტად იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა მსოფ­ლი­ო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. მათ შო­რის ლა­ზე­რის გა­მო­გო­ნე­ბა, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დამ­ხო­ბა და სხვა. თა­ვად მას ღრმად სწამ­და, რომ წინა ცხოვ­რე­ბა­ში ატ­ლან­ტი­დის მკვიდ­რი იყო. ხოლო სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­ა­წერ­და უნარს კავ­ში­რი და­ემ­ყა­რე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მის ტვინ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ამის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­ღო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­ნა­ხუ­ლი აქვს ცნო­ბი­ე­რის თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რის დო­ნე­ზე.

    რაც შე­ე­ხე­ბა კე­ი­სის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ის, რომ მსოფ­ლიო ჰე­გე­მონ ქვეყ­ნად იგი ჩი­ნეთს მი­იჩ­ნევ­და.

    კე­ი­სის სხვა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არა­სო­დეს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბია მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბა. თუმ­ცა, იგი ამ­ტკი­ცებ­და რომ მსოფ­ლიო გა­ცი­ლე­ბით დიდი და საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ჯერ კი­დევ 1930 წელს სა­უბ­რობ­და იგი ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი "გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის" შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, მისი აზ­რით, მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კულ მე­გა­პო­ლისს ნიუ-იორკს, კო­ნექ­ტი­კუტ­სა და სხვა შტა­ტებს და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა გა­და­უვ­ლის, ხოლო მექ­სი­კის სრუ­ტე უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღე­ბით და­ი­ფა­რე­ბა. ჰა­ვა­ი­ზე ვულ­კა­ნი გა­იღ­ვი­ძებს, რის შე­დე­გა­დაც, კა­ლი­ფორ­ნი­ის სამ­ხრე­თი სა­ნა­პი­რო სამ თვე­ში სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. ჰო­ლან­დი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში წყალ­დი­დო­ბა წა­ლე­კავს ქა­ლა­ქებს, ხოლო კა­რი­ბის ზღვა­ში ახა­ლი კუნ­ძუ­ლე­ბი გაჩ­ნდე­ბა.

    თა­ვად კე­ი­სი ამ­ტკი­ცებ­და რომ ამ ქვე­ყა­ნას ისევ 2100 წელს მო­ევ­ლი­ნე­ბა ნებ­რას­კა­ში და სა­კუ­თა­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სის­წო­რეს თა­ვად გა­და­ა­მოწ­მებს.

    ბი­ოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბებ­თან და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მე ამ უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ მო­ვი­ძიე, მინ­და პი­რა­დად ჩემი აზ­რიც მო­გახ­სე­ნოთ ას­ტრო­ლო­გი­ურ კონ­ტექ­სტში.

    რო­გორც ედ­გარ კე­ი­სის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი ნა­ტა­ლუ­რი რუკა ცხად­ყოფს, იგი მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბებს შო­რის და­ი­ბა­და, რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ პი­როვ­ნე­ბას სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ბედ-იღ­ბა­ლი ერგო . გარ­და ამი­სა, კე­ი­სის პი­რად რუ­კა­ში ძალ­ზე აქ­ტი­უ­რია თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­სა და მერ­ვე სახ­ლის გავ­ლე­ნა. რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს ზემგრძნო­ბა­დო­ბა­სა და უზო­მოდ მძაფრ ინ­ტუ­ი­ცი­ას. ამას და­ვუ­მა­ტოთ მისი აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში და მთვა­რე მე­ცხრე სახ­ლში, რის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ინ­დი­ვი­დი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლი­და რწმე­ნის ძი­რე­ულ პირნ­ცი­პებს. უფრო მე­ტიც, მას სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა და სის­ტე­მა უნდა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბო­და ამ კუ­თხით, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც სა­ხე­ზე გვაქვს. კე­ი­სის ღრმად სწამ­და, რომ იგი და­კარ­გუ­ლი ატ­ლან­ტი­დის მკვიდ­რი იყო, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც ზუს­ტად ამ ფაქტს მი­ა­წერ­და.

    რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა მის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი? ამ ადა­მი­ა­ნის რუ­კა­ში ძალ­ზე აქ­ტი­უ­რია ზო­დი­ა­ქოს მე­ხუ­თე სახ­ლი, რაც თა­ვის მხრივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტომ, ასეთ­მა პი­როვ­ნე­ბამ ყო­ველ­თვის იცის რო­გორ მო­ნა­ხოს გზა სო­ცი­უ­მის გა­სა­ო­ცებ­ლად, რო­გორ შე­ფუ­თოს მომ­გე­ბი­ა­ნად სა­კუ­თა­რი თავი.

    უც­ნა­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე კე­ი­სის რუ­კა­ში ლი­ლი­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა მი­უ­თი­თებს, მას შე­საძ­ლოა მარ­თლაც ჰქო­ნო­და რა­ი­მე სა­ხის აუხ­სნე­ლი სიმ­პო­ტო­მე­ბის მქო­ნე და­ა­ვა­დე­ბა (სის­ხლის, ინ­ფექ­ცი­უ­რი ან ფსი­ქი­კის დარ­ღვე­ვე­ბი).

    აღ­მა­ვა­ლი კვან­ძის შე­ერ­თე­ბა თევ­ზებ­ში მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას კარ­მუ­ლად ჰქონ­და მი­სია სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბის ფორ­მით გა­მო­ე­ჩი­ნა თავი, მე­ტიც ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა სხვებ­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    217 ნახვა
    8-08-2020, 00:47