X
GOGA.TV
13
ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი - თბილისის მერის განცხადება
  • ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი - თბილისის მერის განცხადება

    ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი - თბილისის მერის კახა კალაძე აცხადებს, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია, თუმცა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ვერ მოახერხეს ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება.

    "ჩვენ არ ვამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ამ საკითხში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილსა და მის გუნდს, რადგან ვერ მოახერხეს ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება," - განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ მიდიან მთავრობის წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, მათი ოპონენტებისაგან განსხვავებით.

    "ჩვენი ოპონენტები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდნენ ძმათა სასაფლაოზე, შესაბამისად, ჩვენც ასე ვიქცევით და 8 აგვისტოს ამოვდივართ აქ,"- აღნიშნა კახა კალაძემ.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა.
    166 ნახვა
    8-08-2020, 08:55