X
GOGA.TV
13
ვის რაში მოემართება ხელი წლის ბოლომდე - პროგნოზი "მფარველი ანგელოზის" მიხედვით
  • ვის რაში მოემართება ხელი წლის ბოლომდე - პროგნოზი "მფარველი ანგელოზის" მიხედვით

    16 მა­ისს თეთ­რი მთვა­რე, მას სე­ლე­ნა­საც უწო­დე­ბენ, მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და და იქ დარ­ჩე­ბა წლის ბო­ლომ­დე, 16 დე­კემ­ბრამ­დე. ეს არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი, მას მფარ­ველ ან­გე­ლოზ­საც ეძა­ხი­ან, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს ჩვენ­ზე და გვი­ცავს იმ სფე­რო­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა.

    სე­ლე­ნა მო­რი­ელ­ში ჰყავთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ი­ბად­ნენ შემ­დეგ პე­რი­ო­დებ­ში: 18 მა­ი­სი­დან 16 დე­კემ­ბრამ­დე 1936, 1943, 1950 წლებ­ში და 16 მა­ი­სი­დან 15 დე­კემ­ბრამ­დე 1957, 1964, 1971, 1978, 1985, 1992, 1999, 2006 და 2013 წლებ­ში. აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­დე­ბი­ან 2020 წლის 16 მა­ი­სი­დან 16 დე­კემ­ბრამ­დე .

    მო­რი­ე­ლი, რო­მელ ნი­შან­საც სე­ლე­ნა ეს­ტუმ­რე­ბა, რთუ­ლი ნი­შა­ნია, სხვი­სი რე­სურ­სე­ბის (სხვი­სი ფული, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­სარ­გებ­ლოთ), ტრანსფორ­მა­ცი­ის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის. გარ­და ამი­სა, ეს ნი­შა­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ინ­ტიმ­სა და ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. იმი­სათ­ვის, რომ მი­ი­ღოთ სე­ლე­ნას მფარ­ვე­ლო­ბა და კე­თილ­გან­წყო­ბა სა­სურ­ვე­ლია, უარი თქვათ შავი მა­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რა­ზეც აგ­რეთ­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მო­რი­ე­ლის სახ­ლი. გარ­და ამი­სა, სე­ლე­ნას მო­რი­ელ­ში სტუმ­რო­ბის დროს მო­ე­რი­დეთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვას, არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ფი­ზი­კუ­რი ძალა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი, როცა საქ­მე ფულ­სა და გრძნო­ბებს ეხე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ იზე­ი­მოს. გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლის სახ­ლი კრი­ტი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სახ­ლი­ცაა და სე­ლე­ნას აქ გა­დას­ვლით და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში. ზო­გი­ერ­თი კი შეძ­ლებს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ვა­ლე­ბის­გან.

    ვერ­ძი
    სე­ლე­ნა მოხ­ვდა თქვე­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზო­ნა­ში. ამი­ტომ, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და­გი­ფა­რავთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ზედ­მეტს ნუ მო­ინ­დო­მებთ, უაზ­რო რისკს მო­ე­რი­დეთ. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის, ალი­მენ­ტის, კომ­პენ­სა­ცი­ის, და­ზღვე­ვის მი­ღე­ბის სა­კი­თხებ­ში. ბო­რო­ტად ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ პარტნი­ო­რის ფუ­ლებს, მის რე­სურს. მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო ქმე­დე­ბებ­სა და თავს ნუ ჩა­იგ­დებთ საფრ­თხე­ში.

    კურო
    თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­მარ­თოთ პარტნი­ო­რე­ბის­კენ (საქ­მი­ა­ნიც და სა­სიყ­ვა­რუ­ლოც), შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი მო­გევ­ლი­ნონ "მფარ­ველ ან­გე­ლო­ზე­ბად". თქვე­ნი მი­ზა­ნია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან, ნუ ეც­დე­ბით მის მო­ტყუ­ე­ბას და მო­ე­რი­დეთ მი­სით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. ხოლო თუ ძი­ე­ბა­ში ხართ, ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ მე­წყვი­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი აქაც და­გეხ­მა­რე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­თან ერ­თა­დაც შეძ­ლებთ იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას.

    ტყუ­პი
    თქვე­ნი მთა­ვა­რი თე­მე­ბია ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მკურ­ნა­ლო­ბა. თუ ავად იყა­ვით, გა­ნი­კურ­ნე­ბით. მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გა­მო­გიგ­ზავ­ნით ან გო­ნი­ერ ექიმს, ან მი­გიყ­ვანთ იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­მო­გა­ჯან­მრთე­ლე­ბენ. თა­ვად კი მო­გე­თხო­ვე­ბათ და­იც­ვათ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, და­ი­ვი­წყოთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი. სამ­სა­ხურ­შიც გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. ზო­გი­ერ­თი იშო­ვის ისეთ სამ­სა­ხურს, სა­დაც გა­მო­ავ­ლენს თა­ვის ნი­ჭ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ზო­გი­ერთს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა და ის შე­იძ­ლე­ბა თქვენს თი­ლის­მად, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­მა­ხა­ლი­სებ­ლად იქ­ცეს.

    კირჩხი­ბი
    სე­ლე­ნა სიყ­ვა­რულს, სი­ხა­რულს მო­გი­ტანთ. შეძ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ად­ვი­ლად ან გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ იდე­ებს, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებს. გახ­შირ­დე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პა­ემ­ნებ­ზე სი­ა­რუ­ლი. გა­გა­ხა­რე­ბენ შვი­ლე­ბიც. თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დეთ, ილო­ცეთ და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი შე­ის­მენს თქვენს თხოვ­ნას. კარ­გი პე­რი­ო­დი და­უდ­გათ მათ, ვი­საც ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის მი­ზიდ­ვა სურთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას, ერ­თად ცხოვ­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ, შე­იძ­ლე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბოს, რომ გა­ი­გებთ მალე მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

    ლომი
    მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და­ი­ცავს თქვენს ბი­ნას, ოჯახს, გვარს და მათ, ვის­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რობთ. შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა. ეცა­დეთ, იყოთ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ, არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ და მო­ე­რი­დეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბას, ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბას. გა­თა­ვი­სუფ­ლდით გა­ტე­ხი­ლი და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის­გან, რათა სახ­ლი­დან ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია გა­ნი­დევ­ნოს, პო­ზი­ტი­უ­რის შე­მო­სა­დი­ნებ­ლად.

    ქალ­წუ­ლი
    აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ რა­ღა­ცის შეს­წავ­ლა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი კურ­სე­ბი, რომ­ლის­თვი­საც ადრე ვერ იც­ლი­დით. ზო­გი­ერთს კი ახლო მან­ძილ­ზე ელის მი­მოს­ვლა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნი და ის თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი გახ­დე­ბა. გა­გი­უმ­ჯი­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ან მან­ქა­ნის მარ­თვის შეს­წავ­ლა გსურთ, ამ საქ­მე­შიც ხელი მო­გე­მარ­თე­ბათ.

    სას­წო­რი
    სე­ლე­ნა და­ი­ცავს თქვენს ფი­ნან­სებს, უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბას, თქვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ ან ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ზო­გი­ერ­თი მე­ტად და­ა­ფა­სებს სა­კუ­თარ თავს და თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში ხართ, შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­როთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ფა­სუ­რი.

    მო­რი­ე­ლი
    თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა თქვე­ნი თავი, გა­რეგ­ნო­ბა, იმი­ჯი, რო­გორ ავ­ლენთ თქვენს თავს. აგ­რეთ­ვე, თქვე­ნი აზ­რე­ბი, ფიქ­რე­ბი, მიზ­ნე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ ახა­ლი პარტნი­ო­რი (საქ­მი­ა­ნიც და სა­სიყ­ვა­რუ­ლოც) ან ახა­ლი იდეა, ცხოვ­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად. რაც უნდა ხდე­ბო­დეს, იცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა მოვა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში "მფარ­ველ­მა ან­გე­ლოზ­მა" მო­გი­ტა­ნათ. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი, არა­ვის­ზე მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი მენ­ტა­ლუ­რი ძა­ლით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ა­აშ­კა­რავ­დეს ის, რაც ადრე თქვენ­თვის და­მა­ლუ­ლი იყო. "მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი" და­გი­ცავთ ფა­რუ­ლი მტრე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბის­გან. ეცა­დეთ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ნე­გა­ტი­ვის­გან, რაც და­გიგ­როვ­დათ აქამ­დე. ხში­რად ილო­ცეთ. გა­და­ხე­დეთ წარ­სულს, შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ ძველ საქ­მეს, გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი წარ­სუ­ლი­დან. ან სუ­ლაც იპო­ვოთ ადრე და­კარ­გუ­ლი ნივ­თი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, და­აკ­ვირ­დით, რა გა­მოჩ­ნდე­ბა წარ­სუ­ლი­დან. ზოგ­ჯერ ზო­გი­ერთ საქ­მეს ან ადა­მი­ანს მე­ო­რე შანი უნდა მის­ცეთ.

    თხის რქა
    სო­ცი­ა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბიც. შან­სი მო­გე­ცე­მათ, თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­ყიდ­ვა ან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, გახ­სნათ ონ­ლა­ინ­სწავ­ლის კურ­სი, ვე­ბი­ნა­რე­ბი. ერთი სი­ტყვით, იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გე­მარ­თე­ბათ ხელი და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, პო­პუ­ლა­რო­ბა ინ­ტერ­ნე­ტი­დან გე­ლით.

    მერ­წყუ­ლი
    16 მა­ი­სი­დან თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ და კა­რი­ე­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე. სე­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, მი­აღ­წი­ოთ იმას, რის­კე­ნაც ის­წრაფ­ვით, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოთ კონ­კურ­სში ან შე­ჯიბ­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შეძ­ლებთ და­წი­ნა­ურ­დეთ, მი­ი­ღოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი ან თა­ნამ­დე­ბო­ბა ან და­ი­წყოთ ახა­ლი პი­რა­დი საქ­მე. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟულ ბი­ნა­ში, უბან­ში გა­და­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად.

    თევ­ზე­ბი
    "მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი" და­გეხ­მა­რე­ბათ თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მო­აგ­ვა­როთ შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი: უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ სწავ­ლა ან თა­ვად ას­წავ­ლოთ. ზო­გი­ერ­თი აი­მაღ­ლებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ზოგ­მაც შე­იძ­ლე­ბა დიპ­ლო­მი, დი­სერ­ტა­ცია, თემა და­იც­ვას. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სტა­ტი­ე­ბის, წიგ­ნის და­წე­რა; აგ­რეთ­ვე, თარ­გმა­ნე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი, ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო­ე­ლი, სხვა კულ­ტუ­რის ან რე­ლი­გი­ის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    450 ნახვა
    9-08-2020, 00:56