X
GOGA.TV
13
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებთან უნდა გქონდეთ რომანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც?

    ზო­გი­ერ­თი მამ­რი თუ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი, ზოგს მარ­ტო­ო­დენ ლა­მა­ზი "ლოვ-სთო­რის" გმი­რის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბა ეხერ­ხე­ბა მარ­ჯვედ. თუმ­ცა, ამა­შიც არის თა­ვი­სი ხიბ­ლი, და­მე­თან­ხმეთ...

    მაშ ასე, იმ სა­მე­ულს წარ­მო­გიდ­გენთ, ვი­საც თქვენ­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის, და­უ­ვი­წყა­რი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის ან უბ­რა­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, მაგ­რამ სა­ოც­რად მხურ­ვა­ლე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ღა­მის მო­წყო­ბის უბად­ლო ნიჭი აქვს და ის თქვენ არა­სო­დეს, არა­სო­დეს და­გა­ვი­წყდე­ბათ. მოკ­ლედ, მა­მა­კა­ცე­ბის ტოპ ას­ტრო-სა­მე­უ­ლი, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს ივი­წყე­ბენ:

    ლომი – ის ხომ მე­ფეა, თუ გა­რეგ­ნუ­ლად არა ში­ნა­გა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბით მა­ინც. ამი­ტომ ქალი, რო­მე­ლიც მისი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობს თავს მის გვერ­დით დე­დოფ­ლად. ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მა­მა­კაც ლომს უყ­ვარ­ხართ, მის­თვის სამ­ყა­რო იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში თქვენ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს და ეს ძალ­ზე თვალ­ში­სა­ცე­მია... ლომს არამ­ხო­ლოდ თქვენ, თა­ვად სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს. იგი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­წყობთ რო­მან­ტი­კულ პა­ე­მანს, გა­გა­ო­ცებთ მდიდ­რუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, უკან არ და­ი­ხევს არც ერთი თქვე­ნი თხოვ­ნის ას­რუ­ლე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი, ნაზი და მზრუნ­ვე­ლი... სა­ნამ თქვენ მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ზედ­მე­ტად არ შე­ე­ხე­ბით. გა­ივ­ლის დრო და ალ­ბათ იტყვით, რომ "ისე არას­დროს და არა­ვის ჰყვა­რე­ბი­ხართ, რო­გორც მას, თქვენ მის გვერ­დით დე­დო­ფა­ლი იყა­ვით".

    მშვილ­დო­სა­ნი – ამ ნიშ­ნით გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მე­ქალ­თა­ნე და სა­ოც­რად ქა­რიზ­მა­ტუ­ლი მამ­რე­ბი იბა­დე­ბი­ან. მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან ძნე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე ცივი გუ­ლის და არა­ნაკ­ლებ ცივი გო­ნე­ბის მქო­ნე ქა­ლის­თვი­საც კი მა­მა­კა­ცი მშვილ­დოს­ნის მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლი­სა და ქა­რიზ­მის მი­მართ გულ­გრი­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ამ კაცს გა­სა­ო­ცა­რი იდე­ა­ლის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა გა­აჩ­ნია, როცა ფიქ­რობს, რომ უყ­ვარ­ხართ (მარ­ტო კი არ ფიქ­რობს, ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბა!) იგი მთელ სამ­ყა­როს გა­გი­ფენთ ფერ­ხთით. მო­გი­წყობთ ამა­ღელ­ვე­ბელ და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ სა­ხალ­ხო აღი­ა­რე­ბებს სიყ­ვა­რულ­ში, მო­ი­ფიქ­რებს ათას­გვარ სა­სა­ცი­ლო ტრი­უკს თქვე­ნი გუ­ლის სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­გე­ბად და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეც­დე­ბა ამ მე­თო­დით სხვა, ნაკ­ლე­ბკ­რე­ა­ტი­უ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბას... და­მი­ჯე­რეთ, წლე­ბის შემ­დე­გაც ღი­მი­ლით გა­იხ­სე­ნებთ მას, იმი­ტომ რომ ცუდ­ზე მეტს პო­ზი­ტი­ურ მო­სა­გო­ნარს და­გი­ტო­ვებთ.

    მო­რი­ე­ლი – ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი კა­ცია, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზეც წლე­ბის შემ­დე­გაც კი ტან­ში უსი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტე­ლი და­გივ­ლით და იტყვით – "მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა"... თუმ­ცა, გუ­ლის სიღ­რმე­ში თუ კარ­გად ჩა­ი­ხე­დავთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ხან­და­ხან მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წუ­თე­ბი მა­ინც გახ­სენ­დე­ბათ. მით უმე­ტეს, თუკი მის შემ­დეგ ბედი მშვიდ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ და ფლეგ­მა­ტურ მა­მა­კაცს და­უ­კავ­ში­რეთ. დიახ, მო­რი­ე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მტან­ჯვე­ლი, რთუ­ლი და ზოგ­ჯერ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ტა­ნე­ლია. მაგ­რამ აქვს მას ის რა­ღაც აუხ­სნე­ლი ქა­რიზ­მა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც წლე­ბის გავ­ლის შემ­დე­გაც კი რომ მო­ინ­დო­მოს ეს კაცი ისევ ჩა­გიგ­დებთ ხელ­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    136 ნახვა
    9-08-2020, 01:05