X
GOGA.TV
13
  • ნათლად გამოკვეთა, რომ კორონავირუსი არსად წასულა - პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიაში გამკაცრდება რეგულაციები, სავალდებულო გახდება ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, ასევე მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დისტანცია ღია სივრცეებში.

    "სამწუხაროდ მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენს გვერდით. შედეგი სახეზე გვაქვს, გვაქვს შემთხვევები საკმაოდ მნიშვნელოვანი. სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში, ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ ყველა წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ.

    ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას ახლა ვინც არის დარჩენილი მესტიის რაიონში, მაქსიმალურად დაიცვან წესები. წესები რა თქმა უნდა, იქ გამკაცრდება, ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, დისტანციის დაცვა, მათ შორის ღია სივრცეებში.

    დიდი ციფრია, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, იქ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და თუ თითოეული ჩვენგანი ყველგან, სადაც ვართ ქვეყანაში არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც.

    მესტია პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, შესვლა-გამოსვლის რეჟიმი მესტიაში გამკაცრდება, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია, მოგეხსენებათ იქ მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ უკვე, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

    პაატა იმნაძის თქმით, იმ მამაკაცის ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს, რომელსაც მესტიის სოფელ ლენჯერში კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.
    74 ნახვა
    10-08-2020, 09:04
    News-ები