X
GOGA.TV
13
უგულავას განცხადებით, მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.
  • უგულავას განცხადებით, მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.

    "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.

    განცხადება უგულავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    "საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და Zurab Girchi Japaridze. ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ, ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.

    ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ," - წერს გიგი უგულავა.

    აღსანიშნავია, რომ "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს.
    51 ნახვა
    10-08-2020, 09:22