X
GOGA.TV
13
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
  • კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    სამსახურში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან, კოლეგებთან. კვირის მეორე ნახევარში მეუღლესთან ურთიერთობა დათბება. კვირა დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მარტოხელები არ აჩქარდეთ, უმჯობესია პაუზა, ვიდრე დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა.
    კვირის საუკეთესო დღეები: 11, 16 აგვისტო.

    კურო
    სამსახურის საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და პირადიც. ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე. შაბათი და კვირა კვირის განსაკუთრებული დღეებია და გააქტიურდით. მეგობრები რთული და უხერხული სიტუაციიდან დაგიხსნიან.
    კვირის საუკეთესო დღეები: 13, 17 აგვისტო.

    ტყუპი
    თქვენი მიზანია, სხვებს უხელმძღვანელოთ. დიპლომატიურად თქვით უარი, თუ გრძნობთ, რომ თქვენით მანიპულირება სურთ.
    შუა კვირიდან განწყობა და საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება გაგიუმჯობესდებათ, კვირას უამრავ პირად პრობლემას მოაგვარებთ და სულიერ სიმშვიდესაც მიაღწევთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 12, 15 აგვისტო.

    კირჩხიბი
    დატვირთული სამუშაო დღეების მიუხედავად, ნუ დაივიწყებთ დასვენებას. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. სახლში შეიძლება ავეჯი გადააადგილოთ, მეტი სიმყუდროვე შექმნათ ან ოჯახის ახალი წევრისთვის მოამზადოთ კუთხე.
    კვირის საუკეთესო დღე: 10 აგვისტო.

    ლომი
    პირად ცხოვრებაში სიახლეები და სასიყვარულო თავგადასავლები გელით. ოთხშაბათს და ხუთშაბათს კარიერაში წინსვლისთვის უნდა გაისარჯოთ. მეტად დაიხმარეთ (მატერიალურადაც) და მოესიყვარულეთ ახლობლებს.
    კვირის საუკეთესო დღეები: 11, 16 აგვისტო.

    ქალწული
    მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევებს. კარგი კვირაა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვირის ბოლო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 13 აგვისტო.

    სასწორი
    მეგობრებთან შეხვედრებისთვის, დასვენებისა და მოგზაურობისთვისაც უნდა გამონახოთ დრო. შეიძლება დიდი ხნის უნახავი ახლობლები გესტუმრონ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით.
    კვირის საუკეთესო დღე: 15 აგვისტო.

    მორიელი
    საკუთარი თავისთვის და სახლისთვის ახალი ნივთების შეძენა განწყობას გაგიუმჯობესებთ. კვირის ბოლოს ინტერიერი განაახლეთ. შეიძლება ახალი მიზნები გაგიჩნდეთ ან ახალ ტალღაზე გადაეწყოთ. კვირას საყვარელ ადამიანთან შეხვედრა და სავარაუდოდ, რომანტიკული ვახშამი გელით.
    კვირის საუკეთესო დღეები: 10, 14 აგვისტო.

    მშვილდოსანი
    მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ და ხშირად გამოავლინოთ ინიციატივა. წარმატება კოლეგებში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. ნუ გეშინიათ საკუთარი სურვილების. მარტოხელებს კვირის ბოლოს დაუვიწყარი რომანტიკული ნაცნობობა გელით.
    კვირის საუკეთესო დღეები: 11, 16 აგვისტო.

    თხის რქა
    აკეთეთ მხოლოდ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. შუა კვირაში დაიწყეთ ზრუნვა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფორმაში ჩადგომაზე. გამონახეთ დრო ნათესავებისთვის და სახლში - ცვლილებებისთვის. თუმცა, ნურც საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ. კვირას განმარტოება და სიმშვიდეში დასვენება მოგინდებათ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 10, 13 აგვისტო.

    მერწყული
    დასვენების, გართობის განწყობაზე ხართ. ახალ, უჩვეულო მეგობრებს გაიჩენთ. ზოგიერთებს ავანტიურა გაიტაცებს. კვირის ბოლოს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, გარეგნობის შეცვლა მოგინდებათ. სიყვარულში ყველაფერი მშვიდად გაქვთ.
    კვირის საუკეთესო დღეები: 11, 12 აგვისტო.

    თევზები
    ცხოვრების ყველა სფეროში გიმართლებთ. ძველი პროექტების დასრულება და ახლის დაწყება მოგინდებათ, მაგრამ ამ კვირაში უმჯობესია, ოჯახის წევრების მიმართ გამოიჩინოთ მეტი ზრუნვა, ახალი პროექტების დაწყება კი 20 აგვისტოდან დაიწყეთ. კვირას საკუთარ თავს სიურპრიზი მოუმზადეთ და დაისვენეთ, მზეს მიეფიცხეთ. მარტოხელების პოზიტიური განწყობა მაგნიტივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს.
    კვირის საუკეთესო დღეები: 10, 14 აგვისტო.

    წყარო: marao.ge
    141 ნახვა
    11-08-2020, 00:24