X
GOGA.TV
13
10-16 აგვისტოს სილამაზის კალენდარი
  • 10-16 აგვისტოს სილამაზის კალენდარი

    ამ პერიოდში მთვარე კლებადია და ამიტომ კარგია დიეტების დაწყება, პილინგი, წარმონაქმნების მოცილება, პიგმენტური ლაქების გათეთრება, კბილის ქვისგან და ზედმეტი თმისგან გათავისუფლება. თუ გსურთ, თმამ დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ნელა გაგეზარდოთ, მაშინ ამ კვირაში შეიჭერით.

    ორშაბათს გაუფრთხილდით ხელებს, სისხლძარღვებს. არ გადაიტვირთოთ ინფორმაციებით. მთელი კვირა ტრავმულად საშიში პერიოდია. სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლთან და ცხელ წყალთან.

    10 აგვისტოს, 17:50-მდე მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვისთვის. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ
    განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    არ ჩაიტაროთ ახალი პროცედურები, შედეგი შეიძლება იყოს მოულოდნელი.

    12 აგვისტოს, 11:56-დან 17:50-მდე არ გირჩევთ ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას. მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    15-16 აგვისტო, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    119 ნახვა
    11-08-2020, 00:29