X
GOGA.TV
13
  • საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება - ვახტანგ გომელაური

    შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთვება. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საქმის გამოძიება სავარაუდოდ მალე დასრულდება.

    "ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ," - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
    116 ნახვა
    11-08-2020, 08:56