X
GOGA.TV
13
12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
  • 12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    ცხოვრებისეული პრობლემების გამო მოგიწევთ დღეს ღრუბლებიდან ძირს ჩამოსვლა. არ ინერვიულოთ, ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება.


    კურო
    დღეს კარგი იქნება ბასეინზე წასვლა ან თუნდაც დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ფიზიკურ აგრეთვე სულიერ მდგომარეობაზე.


    ტყუპები
    მთელი დღის მანძილზე თავს კარგად იგრძნობთ. დღეს სუფთა ჰაერზე დასვენება წაგადგებათ, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.


    კირჩხიბი
    დღეს გაანალიზეთ თქვენი კვების რეჟიმი, თუ დაკლება გსურთ შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ, ან უბრალოდ შეზღუდოთ ხორციანი საკვების მიღება, ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნურც ზღვის პროდუქტებს დაივიწყებთ.


    ლომი
    მეგობრებთან შეხვედრა გპირდებათ საინტერესო საღამოს. შესაძლებელია დღეს თქვენ შემოგთავაზებენ ხელსაყრელ საქმეს. სიფრთხილე და თავშეკავებულობა გამოიჩინეთ ფინანსურ საქმეებში.


    ქალწული
    დღეს საკუთარ თავზე დამატებით საქმეებს ნუ აიღებთ. ეცადეთ დრევანდელი დღე დასვენებას დაუთმოთ, განვლილი კვირაში საკმაოდ გადიღალეთ, დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი.


    სასწორი
    დღევანდელ დღეს თქვენთვის უმთავრეს საკითხად შესაძლებელია იქცეს დიეტა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ ხორციანი და ცომიანი საკვებით, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. მოიკრიბეთ ძალები, სულ მალე თქვენ ის დაგჭირდებათ.


    მორიელი
    არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის გაუარესება შრომის გრაფიკის ბრალია. ეცადეთ დღეს მეტი იმოძრაოთ, წესად დანერგეთ ყოველ დილით გამამხნევებელი ვარჯიშები, თორემ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში წამლებზე მთელი თქვენი ხელფასი დაიხარჯება.


    მშვილდოსანი
    დღეს დიდია ალბათობა, რომ კარგ ხასიათის განწყობაზე იქნებით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იხალისეთ და გაერთეთ.


    თხის რქა
    დღეს გავლენას იქონიებთ პრობლემების გადაჭრაზე. დროა გაანალიზოთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ მომდევნო ქმედებები. დღეს ამისთვის სასიკეთო დღეა.


    მერწყული
    დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დათრგუნულობა არ შეუწყობს ხელს კარგ განწყობაზე ყოფნას. ოჯახური პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ, ეცადეთ არ აიღოთ საკუთარ თავზე სხვისი პრობლემების გადაჭრა. ყურადღება მიაქციეთ კვებას.


    თევზები
    დღევანდელი დღე ბუნაბაში გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. საღამო სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.
    482 ნახვა
    11-08-2020, 13:26