X
GOGA.TV
13
ცოტა რამ ენერგო-ვამპირების შესახებ
  • ცოტა რამ ენერგო-ვამპირების შესახებ

    გა­მო­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი­ვით გრძნობთ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ე.წ. "ენეგ­რო­ვამ­პი­რე­ბი" არი­ან, რო­მელ­თათ­ვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სხვე­ბის ენერ­გი­ის ხარ­ჯზე, სა­კუ­თა­რი ენერ­გო­პო­ტენ­ცი­ა­ლი რო­გორ­მე შე­ავ­სონ. მე­თო­დე­ბი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, ზოგი ამას გა­მუდ­მე­ბუ­ლი წუ­წუ­ნით და თა­ვის შე­ცო­დე­ბით ახერ­ხებს. ზოგი კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბას ცდი­ლობს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და მხო­ლოდ მა­შინ მშვიდ­დე­ბა როცა მო­რიგ "დო­პინგს" იღებს და­ძა­ბუ­ლი კა­მა­თის შემ­დეგ. მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გა­დად ენერ­გო­ვამ­პირს ახა­სი­ა­თებს და მათ­გან თა­ვის დაც­ვის გზებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ.

    პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი რომ­ლი­თაც თქვენ ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის ამოც­ნო­ბა შე­გიძ­ლი­ათ, არის მისი გა­მუდ­მე­ბუ­ლი წუ­წუ­ნი, ნერ­ვო­ზუ­ლო­ბა. ენეგ­რო­ვამ­პი­რი მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლოა ცხოვ­რე­ბით, არ შე­უძ­ლია სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრირ­დეს, ურ­ჩევ­ნია გა­მუდ­მე­ბით ესა­უბ­როს თა­ნამ­შრომ­ლებს და თავს მო­ახ­ვი­ოს ჩი­ვი­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ თუ რამ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლია მისი ყოფა და რო­გორ ოც­ნე­ბობს სხვა, უფრო უკე­თეს ად­გი­ლას გა­და­ბარ­გდეს.

    გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ – ენერ­გო­ვამ­პი­რის­თვის უმ­თავ­რე­სი გზა თქვენ­გან ენერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად არის ის, რომ თქვენც ჩაგრთოთ თა­ვის პრობ­ლე­მებ­ში. გაქ­ცი­ოთ მის გამ­ზი­ა­რებ­ლად, გა­ი­ძუ­ლოთ და­ეხ­მა­როთ, უთა­ნაგ­რძნოთ, ყო­ველ ჯერ­ზე აძ­ლი­ოთ რჩე­ვე­ბი და მას­თან ერ­თად გა­ნი­ცა­დოთ მისი ყო­ფი­ე­რე­ბის აუ­ტან­ლო­ბა. სწო­რედ ასე ახერ­ხებს იგი თქვენ­გან ენერ­გე­ტი­კით და­ი­მუხ­ტოს და მო­მა­ვალ "წუ­წუ­ნის სე­ან­სამ­დე" და­გემ­შვი­დო­ბოთ.

    ასე­თი ტი­პის ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის­გან ძი­რი­თა­დად სამი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იტან­ჯე­ბი­ან – თევ­ზე­ბი, კირჩხი­ბე­ბი და მერ­წყუ­ლე­ბი . ეს იმი­ტომ, რომ მათ ყო­ველ­თვის ახა­სი­ა­თებთ სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ამას­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რი ვე­ლიც ძალ­ზე ძლი­ე­რი აქვთ. რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი "საკ­ვე­ბია" ენერ­გო­ვამ­პი­რის­თვის.

    მე­ო­რე ტი­პის ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი ხა­სი­ათ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი რა­დი­კა­ლიზ­მით და გან­წყო­ბის მუდ­მი­ვი ცვლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ყა­ვას ყო­ველ­თვის აკ­ლია შა­ქა­რი, ტრან­სპორ­ტში ყო­ველ­თვის ორ­პი­რია, ოფის­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა ან პი­რი­ქით – ცივა... მოკ­ლედ, არა­ვინ ზრუ­ნავს მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, პი­რი­ქით მთე­ლი სამ­ყა­რო მათ წი­ნა­აღ­მდე­გაა მო­მარ­თუ­ლი. გეც­ნო­ბათ სიმპტო­მე­ბი? ე.ი. სა­დღაც შო­რი­ახ­ლოს გყო­ლი­ათ ენერ­გო­ვამ­პი­რი. ამი­ტომ ფრთხი­ლად. მე­ტა­საც გე­ტყვით, მას სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ვარ­დის­ფე­რი და ზო­გა­დად, ვერ იტანს ქა­ლურ, ნაზ ელე­მენ­ტებს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. იქ­ნე­ბა ეს ბაფ­თე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, პეპ­ლე­ბი ან ამ სიმ­ბო­ლო­ე­ბით გა­წყო­ბი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი დე­ტა­ლი ვამ­პირ­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს და იგი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა დას­ცი­ნოს მათ მფლო­ბელს. სა­ი­მი­სოდ რომ მისი ემო­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე (წყე­ნა, ბრა­ზი) მო­რი­გი ენერ­გე­ტი­კუ­ლი "ულუ­ფა" მი­ი­ღოს სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე.

    მე­სა­მე ტი­პის ენერ­გო­ვამ­პი­რი ძი­რი­თა­დად ვერ­ბა­ლუ­რი გზით "პა­რა­ზი­ტობს". მისი მთა­ვა­რი "კო­ზი­რი" სი­ტყვე­ბით თა­მა­შია. თუკი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს შე­გის­წო­როთ სა­უბ­რის მა­ნე­რა, ჩა­საფ­რე­ბუ­ლია, რო­გორ­მე ტავ­ტო­ლო­გია აღ­მო­ა­ჩი­ნოს თქვენ მიერ წარ­მოთ­ქმულ ფრა­ზებ­ში ან უბ­რა­ლოდ, გაკ­რი­ტი­კებთ რბი­ლი "ლა­სის" ან ვი­თომ­და კუ­თხუ­რი დი­ა­ლექ­ტი­კის გაჟ­ღე­რე­ბის გამო, იცო­დეთ რომ იგი ამ გზით სა­კუ­თა­რი ენერ­გო­ბა­ლან­სის შევ­სე­ბას ცდი­ლობს და ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს ქარ­თუ­ლი ენის სიწ­მინ­დის დაც­ვის სა­კი­თხი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხან სფინ­ქსი­ვით მდუ­მა­რე სა­ხით ზიან სა­ა­თო­ბით, ხა­ნაც მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი მო­ნო­ლო­გის სურ­ვი­ლი წა­მო­უვ­ლით, თან ყო­ველ­თვის აკ­ვირ­დე­ბი­ან უს­მენს თუ არა პუბ­ლი­კა მათ ყუ­რა­დღე­ბით, იმი­ტომ რომ ასე გა­ცი­ლე­ბით მეტ ენერ­გი­ას იღე­ბენ ისი­ნი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან.

    ამ ტი­პის ვამ­პი­რე­ბი ძი­რი­თა­დად ტყუ­პებს, მშვილ­დოს­ნებს, ლო­მებს და ქალ­წუ­ლებს ემ­ტე­რე­ბი­ან. იმი­ტომ რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ პო­ლე­მი­კა­ში ჩაბ­მა და თავი შე­სა­ნიშ­ნავ ორა­ტო­რე­ბად მი­აჩ­ნი­ათ. ენერ­გო­ვამ­პი­რი კი ზუს­ტად მათი ამ თვი­სე­ბით "იპუ­რებს" თავს.

    მე­ო­თხე ტი­პის ენერ­გო­ვამ­პირს, რო­გორც წესი, დრო­ის შეგ­რძნე­ბა აქვს და­კარ­გუ­ლი. მას შე­უძ­ლია პირ­და­პირ სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან ჩათ­ვლი­მოს და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დრო­საც მო­ა­ხერ­ხებს თვა­ლის მო­ტყუ­ე­ბას. იგი ხში­რად გა­მიზ­ნუ­ლად აგ­ვი­ა­ნებს ამა თუ იმ შეხ­ვედ­რა­ზე და ზუს­ტად იმ დროს ჩნდე­ბა, როცა მის­თვის "საკ­ვე­ბი" მომ­ზა­დე­ბუ­ლია, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლო­დი­ნი უკვე აგ­რე­სი­ა­ში აქვს გა­და­სუ­ლი. ვამ­პი­რე­ბი ხომ სხვი­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე გა­მო­ყო­ფი­ლი ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბი­ან. ამ­გვა­რი ტი­პის ვამ­პი­რე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად თხის რქებს, კუ­რო­ებს და სას­წო­რებს ემ­ტე­რე­ბი­ან. ეს იმი­ტომ, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ქვეყ­ნად არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა აღი­ზი­ა­ნებთ. შე­სა­ბა­მი­სად, ენერ­გო­ვამ­პი­რი მათ სუსტ წერ­ტილს ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს ენერ­გი­ის მა­რა­გის მი­სა­ღე­ბად.

    მე­ხუ­თე ტი­პის ენერ­გო­ვამ­პი­რი რო­გორც წესი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან სა­მუ­შაო ად­გი­ლის "ათ­ვი­სე­ბის" პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე ატე­ხი­ლი და­ვით იკ­ვე­ბე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით და­ობს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე, ავე­ჯის ფერ­ზე, ფაქ­ტუ­რა­ზე, მათ გან­ლა­გე­ბა­ზე და ა.შ. მას არ ბეზ­რდე­ბა ამ თე­მა­ზე უსას­რუ­ლო კა­მა­თი. სპე­ცი­ფი­უ­რი დე­ტა­ლი – ამ ტი­პის ვამ­პი­რი ვერ იტანს რძეს და ზო­გა­დად რძის ნა­წარმს, ამი­ტომ თუკი მსგავ­სი ტი­პის თა­ნამ­შრო­მე­ლი "გა­ვიწ­რო­ვებთ" სამ­სა­ხურ­ში ყა­ვის ნაც­ვლად კე­ფი­რის ან იო­გურ­ტის ჭა­მას მო­უხ­ში­რეთ. მერ­წმუ­ნეთ, იგი თქვენ­თან მო­ახ­ლო­ვე­ბას ნაკ­ლე­ბად გა­ბე­დავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ტი­პის ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­რი­ე­ლებს და ვერ­ძებს ერ­ჩი­ან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    150 ნახვა
    12-08-2020, 02:03