X
GOGA.TV
13
  • თბილისში "ჭკვიანი კამერების" სისტემა ამოქმედდება - კახა კალაძე

    თბილისში "ჭკვიანი კამერების" სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, "ჭკვიანი შუქნიშნების" სისტემა დედაქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ განტვირთავს.

    "ჭკვიანი შუქნიშნების" სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე შეუფერხებლად მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო მომსახურების ავტომობილების გადაადგილება. ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება გერმანიის მთავრობა და ამ პროექტის შემუშავებაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია. შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე უკვე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია," -განაცხადა კახა კალაძემ.
    78 ნახვა
    12-08-2020, 09:25
    News-ები