X
GOGA.TV
  • უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას - გიორგი გახარია

    პრემიერ-მინიტრის განცხადებით, მოქალაქეები კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

    ​"ვირუსი არსად გაქრება. ჩვენ ყველა, გლობალურად მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების, გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ამის კეთებას გავაგრძელებთ ეფექტურად, მაგრამ აქ მარტო მთავრობის ძალისხმევა საჭირო არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა, ეს უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ საბოლოოდ არ იქნება გლობალურად დამარცხებული ვირუსი.

    შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები იმისთვის, რომ ჩვენი თავის, ოჯახების და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.

    როდესაც ჩვენ შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგალითად ისეთი შეზღუდვების დაწესება, როგორც ახლა ჩვენ მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
    118 ნახვა
    12-08-2020, 09:27