X
GOGA.TV
13
ვინ არის ზოდიაქოს ყველაზე პოპულარული ნიშანი
  • ვინ არის ზოდიაქოს ყველაზე პოპულარული ნიშანი

    თქვენი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე პოპულარული, თუ თქვენი მეგობრის, იქნებ, თქვენი კონკურენტის?..

    მე-7 ადგილი - ვერძი
    საკუთარი თავი ყველაზე პოპულარული ჰგონია, მის გარშემო მართლაც უამრავი ადამიანი ტრიალებს. ზოგს მასთან ერთად გართობა მოსწონს, ზოგი კი დისტანციას იცავს, წიხლი რომ არ მოხვდეს.

    მე-5 ადგილი - კურო
    მათ გვედით მუდამ თბილად და მსუყედ ხართ. თუმცა, წიხლის ჩაცემაც იციან. ხოლო, თუ რაღაც მოგცათ და მერე გააბრაზეთ, გამოგეკიდებათ და უკან უფრო მეტს წაგართმევთ.

    პირველი ადგილი - ტყუპი
    არ ელოდით, გაგიკვირდათ? გზა
    დაუთმეთ ყველაზე პოპულარულ ნიშანს. ტყუპი მუდამ ყველაფრის საქმის კურსშია, ყველაზე ყველაფერი იცის და აფერისტული მანიპულაციით შეუძლია ფოკუსით გაგაკვირვოთ, თუმცა, უბოროტოა და რაც მთავარია, არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ მასზე სხვები და მუდამ გართობისა და მხიარულების განწყობაზეა.

    მე-10 ადგილი - კირჩხიბი
    ზოგი საოცრად მზრუნველია. ზოგი ისეთი, რომ მათ სახლში მუდამ ვიღაც ცხოვრობს. ზოგი კი ისეთი ბრაზიანია, "გამარჯობა" სახეში შემორტყმას უფრო ჰგავს. არ ცდილობენ საკუთარ ცხოვრებაში ვიღაც ძალიან ახლოს მიუშვან, არავინ იცის, კირჩხიბის ჯავშნის მიღმა რა იმალება.

    მე-2 ადგილი - ლომი
    ვერცხლის მედალი გეკუთვნით. ქვეყნად უამრავი ლომია და თქვენ თქვენი ამალით მუდამ იბრძვით სხვა ლომებთან პოპულარობისთვის.

    მე-12 ადგილი - ქალწული
    ისინი არავის უყვარს, გარშემო მყოფებისთვის მოსაწყენი პედანტები და უსულგულო მანიაკები არიან. თუმცა, შეუძლიათ იყვნენ მეგობრულები და მხიარულებიც, თუ ზედმეტ დაკვირვებას, სხვებისთვის ჭკუის დარიგებას და კრიტიკას მოეშვებიან.

    მე-3 ადგილი - სასწორი
    მესამე საპატიო ადგილი შეგხვდათ. კნუტა და ფისოა, თავსაც მოგაფერებინებთ თუ დასჭირდა და გაგელაქუცებათ კიდეც, მაგრამ თუ გაბრაზდა და ბრჭყალები გამოაჩინე, დაემალეთ.

    მე-6 ადგილი - მორიელი
    ზოგს მიაჩნია, რომ იგი პოპულარობის რეიტინგში ბოლო, ხოლო ჯოჯოხეთში პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ვინც ახლოს გაიცნო, იცის, მორიელი ყველა სულიერს მაგნიტივით იზიდავს, მაგრამ ახლო ურთიერთობის შემდეგ ყველანაირი სულიერება ნადგურდება თქვენში.

    მე-4 ადგილი - მშვილდოსანი
    ნამდვილად ქარიზმულია, რევოლუციონერი და დესტრუქციული სექტების სულიერი ლიდერი. მაგრამ თავადაც არ იცის, სად რას მოიმოქმედებს.

    მე-11 ადგილი - თხის რქა
    არ უყვართ პოპულარობა, უფრო - სიტუაციაზე გვერდიდან დაკვირვება. თუ რამე შეგეშალათ, თავშიც შემოგარტყამთ და ნოტაციებსაც წაგიკითხავთ.

    მე-8 ადგილი - მერწყული
    არც ცუდია და არც კარგი. უბრალოდ, ის, რაც მის თავს ხდება, ყველას ეხება. შეუძლიათ მხიარულებაც კი დიდ ბოროტობად გადააციონ და დიდი ბოროტებაც - მხიარულებად.

    მე-9 ადგილი - თევზები
    საკუთარ სამყაროში დაცურავენ. მათი პოპულარობა ზღვის მიქცევა-მოქცევაზეა - განწყობაზეა დამოკიდებული. მხოლოდ რჩეულებთან შეუძლიათ საკუთარი თავი შეუნიღბავად წარმოაჩინონ. დანარჩენებზე ზვიგენის ღიმილით რეაგირებენ.

    წყარო: cosmopolitan
    572 ნახვა
    14-08-2020, 00:43