X
GOGA.TV
13
კორპორატიული მეგობრობა - ანუ როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები სამსახურში ასტროლოგიურად
  • კორპორატიული მეგობრობა - ანუ როგორ შევარჩიოთ მოკავშირეები სამსახურში ასტროლოგიურად

    მო­კავ­ში­რე და სამ­სა­ხურ­ში კარ­გი "ბეგ­რა­უნ­დი" ეგუ­ლე­ბო­დეს მისი სა­ხით. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ დღეს­დღე­ო­ბით მძაფ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უწევს ნე­ბის­მი­ერს პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია, იცო­დეთ ვის­თან შე­გიძ­ლი­ათ სა­ი­მე­დო "კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ალი­ან­სის" შეკ­ვრა.

    ვერძს შე­უძ­ლია მერ­წყუ­ლის ან მშვილ­დოს­ნის იმე­დი ჰქონ­დეს სამ­სა­ხურ­ში. მერ­წყუ­ლის იდე­ებს ვერ­ძი ფუ­ლად აქ­ცევს, მშვილ­დო­სა­ნი კი არა­სო­დეს გა­ყი­დის მათ მე­გობ­რო­ბას უკე­თე­სი პოს­ტის ან მეტი ხელ­ფა­სის მო­ლო­დინ­ში.

    კურო იდე­ა­ლუ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს ქალ­წულ­თან და კირჩხიბ­თან. ქალ­წუ­ლი ყო­ველ­თვის სწო­რად შე­ა­ფა­სებს კუ­როს ნა­ბი­ჯებს და ზედ­მე­ტი შე­კი­თხვე­ბის გა­რე­შე მიხ­ვდე­ბა რა, რო­გორ გა­ა­კე­თოს. კირჩხი­ბი კი კუ­როს სამ­სა­ხურ­ში "ოჯა­ხუ­რი" ატ­მოს­ფე­რო­თი მო­ა­მა­რა­გებს. არც გემ­რი­ელ სა­სუსნავს მო­აკ­ლებს, არც კარგ ყა­ვას.

    ტყუპს შე­უძ­ლია სამ­სა­ხურ­ში ნდო­ბა სას­წორ­სა და ვერძს გა­მო­უ­ცხა­დოს. სას­წო­რი ტყუ­პის იდე­ებს ყო­ველ­თვის "დე­ლი­კა­ტუ­რად და­ა­ლა­გებს", ხოლო ვერ­ძი ამ იდე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

    კირჩხი­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რეა სამ­სა­ხურ­ში ქალ­წუ­ლი და თევ­ზე­ბი. თევ­ზებს არა­სო­დეს მო­ბეზ­რდე­ბა ის­მი­ნოს კირჩხი­ბის მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ნა­ამ­ბო­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე, ქალ­წუ­ლი კი ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კირჩხი­ბი ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცე­ბით და კარ­გი რჩე­ვე­ბით მო­საზ­რე­ბით მო­ა­მა­რა­გოს.

    ლო­მის­თვის
    იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თხის რქა და კურო. თხის რქას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა კარ­გი მრჩევ­ლის სტა­ტუ­სის მორ­გე­ბა. თა­ნაც, იგი ლომს ლი­დე­რო­ბა­ში ღიად არა­სო­დეს შე­ე­ცი­ლე­ბა. კურო კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ლო­მის იდე­ებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რე­ა­ლო­ბა­ში.

    ქალ­წუ­ლი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს ტყუ­პთან და მო­რი­ელ­თან. ტყუ­პის ქა­ო­სუ­რი იდე­ე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის "და­ლა­გე­ბა" ქალ­წულს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს. ხოლო მო­რი­ელ­თან კავ­ში­რი მის­თვის კო­ლე­გებს შო­რის მტრუ­ლი გან­წყო­ბის­გან თა­ვის დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო გზა იქ­ნე­ბა.

    სას­წო­რის­თვის იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნი და მე­გო­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სამ­სა­ხურ­ში ლომი და მერ­წყუ­ლი. ლომ­თან სას­წო­რი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ტენ­ცი­ალს სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, მათი იდე­ე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შე­დე­გებს მო­ი­ტანს, გა­სა­კუთ­რე­ბით სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ან რეკ­ლა­მის კუ­თხით. ხოლო მერ­წყულ­თან სას­წორს დიდი მე­გობ­რო­ბა და ინე­ტე­რე­სე­ბი და­ა­კავ­ში­რებს.

    მო­რი­ე­ლი
    სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ სარ­ბი­ელ­ზე ყვე­ლა­ზე უკეთ ქალ­წულ­თან და ვერძთან ითა­ნამ­შრომ­ლებს. ქალ­წუ­ლი მას ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფის საქ­მე­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ვერ­ძი კი არა­სო­დეს მი­ით­ვი­სებს მის იდე­ებს და ყო­ველ­თვის ღიად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მო­რი­ე­ლის მტრებს ამ უკა­ნას­კნე­ლის და­სა­ცა­ვად.

    მშვილ­დო­სანს სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვად სას­წორ­თან და ლომ­თან. სას­წო­რი მის აქ­ტი­ვო­ბას გა­ცი­ლე­ბით უფრო დახ­ვე­წილ ფორ­მას მის­ცემს და ყო­ველ­თვის გა­მო­აძ­ვრენს მშვილ­დო­სანს უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან. ლომი კი იდე­ა­ლუ­რად მო­ა­ხერ­ხებს მშვილ­დო­სან­თან ერ­თად გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვა/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

    თხის რქის­თვის იდე­ა­ლუ­რი მო­კავ­ში­რე სამ­სა­ხურ­ში იქ­ნე­ბა კირჩხი­ბი და კურო. კირჩხი­ბი, თუკი თხის რქა მას სა­კუ­თა­რი სიმ­კაც­რით გულს ზედ­მე­ტად არ ატ­კენს მუ­დამ იზ­რუ­ნებს თხის რქის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე; კურო კი იდე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს თხის რქის და­სა­ხულ გეგ­მას.

    მერ­წყუ­ლის სა­უ­კე­თე­სო მო­კავ­ში­რე სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ტყუ­პი ან მშვილ­დო­სა­ნი. ტყუ­პთან ერ­თად იგი არა­ერ­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ის და­გეგ­მვას შეძ­ლებს. მშვილ­დო­სა­ნი კი ყო­ველ­თვის გა­უ­წევს მერ­წყულს კომ­პა­ნი­ო­ნო­ბას ნე­ბის­მი­ერ წა­მო­წყე­ბა­ში.

    თევ­ზე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­კავ­ში­რე სამ­სა­ხურ­ში თხის რქა ან მო­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა. თხის რქა და­ეხ­მა­რე­ბა მას თავი სა­მუ­შა­ოს დრო­უ­ლად გა­არ­თვას, ნაკ­ლე­ბად იწუ­წუ­ნოს და მეტი იშ­რო­მოს. მო­რი­ე­ლი კი ყო­ველ­თვის და­ი­ცავს თევ­ზებს ინ­ტრიგ­ნე­ბის­გან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    101 ნახვა
    14-08-2020, 00:47