X
GOGA.TV
13
  • კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს "ქართული ოცნება" თავს ღირსეულად გაართმევს

    "ქართული ოცნების" მიერ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას სიტყვით პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც გამოვიდა.

    კახა კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს "ქართული ოცნება" თავს ღირსეულად გაართმევს.

    "ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუ რა პროექტები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რა რეფორმები გავატარეთ, თუ როგორია მხარდაჭერა და თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი გვაქვს, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალისხმევით ყველა გამოწვევას გადავლახავთ და ყველა პრობლემას ღირსეულად ვუპასუხებთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

    მოსახლეობას სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

    "მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენი გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.

    ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის შედეგად ჩვენი 300 ათასი მოქალაქე გახდა დევნილი.

    სულ რაღაც ათი წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ, 300 ათასი ჩვენი მოქალაქე გაასამართლა. როცა ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ტუ რასთან გვაქვს საქმე. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და სრული პასუხისმგებლობით უყურებს ამ არჩევნებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    59 ნახვა
    14-08-2020, 09:03