X
GOGA.TV
13
  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს ხვდებიან

    თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან. ოჯახის ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება და მას საქმის მასალების გამოთხოვის შესაძლებლობა მიეცემა. მისივე თქმით, საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის თაობაზე მზაობა დოკუმენტურად არის დადასტურებული. ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენელს, მიაჩნია, რომ გამოძიება „საქმით მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს“. ადვოკატთან ერთად, გენერალურ პროკურორთან შეხვედრას თამარ ბაჩალიაშვილის დედა, მამა და ძმაც ესწრებიან.
    118 ნახვა
    14-08-2020, 09:41