X
GOGA.TV
13
ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია
  • ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია

    ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ის კონტაქტური არ არის, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილების ბოქსირებულ ნაწილში გადის.

    შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო შენობაში მოხდა. 27 წლის ბიჭი საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გუშინ შემოვიდა.

    არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სავალდებულო საკარანტინო პერიოდის მოხდა გააპროტესტა და შენობის მეოთხე სართულიდან გადახტა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
    164 ნახვა
    14-08-2020, 09:53