X
GOGA.TV
13
  • უკვე ერთი კვირაა, რაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

    უკვე ერთი კვირაა, რაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსდრატნებს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა. დღეს მინსკში ანტისამთავრობო მანიფესტაციასთან ერთად, პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქციაც არის დაგეგმილი. მომიტინგეები მასობრივი დაკავებებისა და საპროტესტო აქციის დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებისა და მიღებული დაზიანებების შესახებ საუბრობენ. ამასთან, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, 10 აგვისტოს მინსკში მომიტინგის გარდაცვალების მომენტი ჩანს. კერძოდ, ორ ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი სპეცრაზმის კორდონთან ხელებაწეული მიდის, ასევე დაფიქსირებულია სპეცრაზმელების მხრიდან გასროლისა და დემონსტრანტის დაცემის მომენტი. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ლუკაშენკოს მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.
    125 ნახვა
    16-08-2020, 09:57