X
GOGA.TV
ყველაზე შურიანი ზოდიაქოს ნიშანები
  • ყველაზე შურიანი ზოდიაქოს ნიშანები

    ბედ­ნი­ე­რი, თუკი სა­კუ­თარ თავს გა­მუდ­მე­ბით ადა­რებს სხვებს - ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია. თუმ­ცა, ყვე­ლა როდი ით­ვა­ლის­წი­ნებს მას. უფრო პი­რი­ქი­თაც კი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, დიდი ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზუს­ტა­დაც რომ სხვე­ბის ჯიბრსა და ქიშ­პო­ბა­ში ხარ­ჯავს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლებს - არა­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის ფორ­მუ­ლა სავ­სე­ბით მარ­ტი­ვია, იყო კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი იმით რაც გაქვს, რომ სა­მო­მავ­ლოდ უფრო მეტი წინსვლის შან­სი მი­ი­ღო კოს­მო­სი­დან.

    დღეს მინ­და ზო­დი­ა­ქოს იმ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ვი­სა­უბ­რო, ვი­საც სტა­ტის­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვს გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში სხვე­ბის მი­მართ შუ­რი­სა და მე­ტო­ქე­ო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. თუ თქვე­ნი თავი ჩა­მოთ­ვლილ "ოქ­როს სა­მე­ულ­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, ას­ტრო­ლო­გებ­ზე კი ნუ და­ი­ბოღ­მე­ბით - სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო მეტი იმუ­შა­ვეთ და მერ­წმუ­ნეთ, გა­ცი­ლე­ბით უფრო ბედ­ნი­ე­რი გახ­დე­ბით, თუკი სა­მო­მავ­ლოდ თავს ნაკ­ლე­ბად შე­ა­და­რებთ სხვებს და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით იქ­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი. ამას­თან ერ­თად, ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კა ჩა­მოთ­ვლი­ლი ნიშ­ნის ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შემ­კულ ინ­დი­ვი­დებს შე­ე­ხე­ბა და არა ყვე­ლა მათ­განს ვინც ამ კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

    კირჩხიბი - ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კირჩხი­ბი მკაც­რი და ემო­ცი­უ­რად მშობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ მას აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის უსუ­სუ­რო­ბის გამო. მან შე­საძ­ლოა დუბ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს იმ თვი­სე­ბე­ბის, რო­მე­ლიც მის დე­დას ან მა­მას გა­აჩ­ნდა ბავ­შვო­ბა­ში და დიდ ასაკ­ში უკვე გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნოს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ბაძ­ვის სურ­ვი­ლი, ვინც მას რა­ღა­ცით აგო­ნებს სა­კუ­თარ მშო­ბელს. ხში­რად კირჩხი­ბი ამას გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლა­დაც სჩა­დის. თუმ­ცა, თუ მა­ინც აც­ნო­ბი­ე­რებს ყვე­ლა­ფერს, შუ­რი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის გრძნო­ბას ღიად არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს. მას ურ­ჩევ­ნია ფა­რუ­ლად, "კარ­გი მე­გობ­რის" სტა­ტუ­სით გა­უ­თხა­როს ზურგს უკან ორმო იმ ხალ­ხს, ვისი წარ­მა­ტე­ბა და ნი­ჭი­ე­რე­ბაც მის­თვის მი­ბაძ­ვის სა­გა­ნია. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­მო­მავ­ლოდ მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს სამ­სა­ხურ­ში ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

    ლომი - ამა­ყი და უზო­მოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია, ვინც მათ იც­ნობს ამა­ში უდა­ვოდ და­მე­თან­ხმე­ბა. თუმ­ცა ლო­მის შემ­თხვე­ვა­შიც აღ­ზრდის პრინ­ცი­პე­ბი და მშობ­ლე­ბის მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­მა­შობს უდი­დეს როლს იმა­ში, თუ სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა იგი. თუ მას პა­ტა­რა ასაკ­ში ზედ­მე­ტად ანე­ბივ­რებ­დნენ მშობ­ლე­ბი, დი­დო­ბა­ში მო­ინ­დო­მებს იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მუდ­მი­ვი "გუნ­დრუ­კის კმე­ვას". თუმ­ცა, რა დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო ეს თა­ვა­დაც არ ეცო­დი­ნე­ბა. სო­ცი­უ­მი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უბ­რა­ლოდ ისე არა­ვის აიყ­ვანს სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის კვარ­ცხლბეკ­ზე. ლო­მე­ბი, რო­მელ­თაც ბავ­შვო­ბი­დან ფუქ­სა­ვატ ადა­მი­ა­ნე­ბად ზრდიდ­ნენ, დი­დო­ბა­ში კაც­თმო­ძუ­ლე და სა­ოც­რად შუ­რი­ან ინ­დი­ვი­დე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან. ხში­რად, ისი­ნი უკა­ნო­ნო გზე­ბით სი­ა­რულ­საც არად და­გი­დე­ვენ იმის გამო, რომ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ა­ხერ­ხონ მოხ­ვედ­რა. ლო­მის­თვის ხომ შავი პი­ა­რიც დიდი პი­ა­რია.

    თხის რქა - ლომს არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხში­რად დი­დად უს­წრებს ამ­ბი­ცი­ებ­ში. თუმ­ცა, თხის რქა ლო­მი­ვით ღიად და აშ­კა­რად არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ ამ­ბი­ცი­ურ ბუ­ნე­ბას. ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ კი­დევ ერთი დიდი ნაკ­ლი - პე­სი­მიზ­მის დიდი დოზა ხა­სი­ათ­ში. ამი­ტომ თხის რქა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რუ­ლად და პრო­ფე­სი­უ­ლად შე­უმ­დგა­რი პი­როვ­ნე­ბაა, რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, ძალ­ზე ხში­რად ხდე­ბა კაც­თმო­ძუ­ლე და ბოღ­მი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის ტრა­გი­კუ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და ამით სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გა­მუდ­მე­ბით ახა­სი­ა­თებთ თა­ვის შე­ცო­დე­ბა, არა­ნაკ­ლე­ბი დო­ზით არი­ან ეგო­ის­ტე­ბი ში­ნა­გა­ნად - თხის რქაც, სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა ზუს­ტად ამ მო­დელს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    634 ნახვა
    17-08-2020, 00:24