X
GOGA.TV
13
გაუჩინარებულ 2 ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ
  • გაუჩინარებულ 2 ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

    გაუჩინარებული 2 ახალგაზრდას ძებნა ისევ გრძელდება. მათი ახლობლების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე გაგრძელდა, თუმცა მათ ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. საუბრისგან თავს იკავებენ იმ ბარის წარმომადგენლებიც სადაც დაკარგული გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი მუშაობდა.

    გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს უკვე მესამე დღეა, ვერ უკავშირდებიან. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან იკარგება. სწორედ ამ ადგილს სწავლობდნენ სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში.

    პოლიციამ ბარ "ბაუჰაუსიდან" სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღო. ეს ის ადგილია, სადაც ახალგაზრდები მუშაობდნენ. ცნობილია, რომ სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

    ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
    101 ნახვა
    17-08-2020, 00:51