X
GOGA.TV
13
მაშველები უკვე მესამე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
  • მაშველები უკვე მესამე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    ურეკში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები უკვე მესამე დღეა ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ორი ახალგაზრდა 15 აგვისტოს ზღვაში ​შტორმისას შევიდა საბანაოდ, თუმცა მათ მალე დახმარება ითხოვეს. მაშველებმა 17 წლის ბიჭის წყლიდან გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ახალგაზრდას კი ამ დრომდე ვერ პოულობენ.

    სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი არიან მყვინთავები და სამძებრო სპეციალური ტექნიკა.
    145 ნახვა
    17-08-2020, 00:54