X
GOGA.TV
13
17-23 აგვისტოს სილამაზის კალენდარი და ასტროლოგიური პროგნოზი
  • 17-23 აგვისტოს სილამაზის კალენდარი და ასტროლოგიური პროგნოზი

    კვირის მთავარი მოვლენა არის ოთხშაბათის ახალმთვარეობა ლომის ნიშანში. ორშაბათს და სამშაბათს კარგი იქნება დაიცვათ დიეტა, გათავისუფლდეთ ზედმეტი თმისგან, კბილებიდან - ქვებისგან, მავნე ჩვევებისგან. სასურველია, ახალმთვარეობამდე და მის შემდეგ არ გადატვირთოთ კუჭი, თუმცა წყალი შეგიძლიათ არ შეზღუდოთ. 20 აგვისტოდან შეგიძლიათ დაიგრძელოთ თმა ან ფრჩხილები, ჩაიტაროთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, მასაჟი. თუ თმას შეიჭრით, ის სწრაფად გაგეზრდებათ. კვირის ბოლოს ტრავმების ალბათობა იმატებს და ფრთხილად. მიიღეთ კალციუმის შემცველი პროდუქტები.
    ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ 19 აგვისტოს 9:39-დან 12:21-მდე; 21 აგვისტოს
    7:37-დან 13:17-მდე და 23 აგვისტოს 8:20-დან 14:17-მდე.

    17 აგვისტო, 9:40-დან 19 აგვისტოს 12:21-მდე, მთვარე ლომის ზოდიაქოშია. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ.
    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება, თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

    19 აგვისტო, 12:21-დან მთვარე ქალწულის ზოდიაქოშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    21 აგვისტო, 13:15-დან მთვარე სასწორის ზოდიაქოშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    23 აგვისტო, 14:16-დან მთვარე მორიელის ზოდიაქოშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    ვერძი
    ახალი საქმეები ხუთშაბათიდან დაიწყეთ. კვირის ბოლოს სასიამოვნო საყიდლები გელით. საკუთარ თავს საჩუქარი მოუმზადეთ და ის ნივთი შეიძინეთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ სასიამოვნო ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენი საუკეთესო საყვარელი ან მეგობარი გახდება. კვირის საუკეთესო დღეები: 19, 22 აგვისტო.

    კურო
    ნუ ჩავარდებით მელანქოლიურ განწყობაში. პრობლემებზე მწვავედ ნუ რეაგირებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგია ყვავილებთან კონტაქტი, ხელსაქმე. კვირას მოიწყვეთ შოპინგი.

    კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20 აგვისტო.

    ტყუპი
    მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან. პრობლემების მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან. საყიდლები ხუთშაბათს ან პარასკევს დაგეგმეთ. კვირა თვითგანათლებას დაუთმეთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20 აგვისტო.

    კირჩხიბი
    მგზავრობისას რომანტიკული თავგადასავალი გელით. ხუთშაბათს ყველაფრის კეთება ერთდროულად მოგინდებათ. სასურველის მისაღებად მსხვერპლის გაღებაც მოგიწევთ. ერთად გაკეთებული საქმეები კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ საყვარელ ადამიანთან. უქმეებზე მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 17, 21 აგვისტო.

    ლომი
    ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, რათა თავი დააღწიოთ რთულ სიტუაციებს. ხუთშაბათიდან დაიწყეთ მოგზაურობა, თვალსაწიერის გაფართოება, სწავლა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. კვირა დასრულდება მეგობრებთან ერთად მხიარული დროსტარებით.

    კვირის საუკეთესო დღეები: 19, 20 აგვისტო.

    ქალწული
    დროა, რეალობას დაუბრუნდეთ და აღიაროთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ და პიროვნება უნდა მიიღოთ თავისი უარყოფითი თვისებებით. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. ახალი პროექტების განხორციელება ხუთშაბათიდან დაიწყეთ. უქმეები ბუნებაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 18, 21 აგვისტო.

    სასწორი
    სამსახურში რთული პერიოდი დასრულდა; ახლა ყველაფერს იოლად გაართმევთ თავს. შუა კვირაში განმარტოება მოგინდებათ. რომანტიკული ნაცნობობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. თუ ნაცნობობის გასერიოზულება გსურთ, მეტი თავდაჯერება და ინიციატივა გმართებთ. კვირას ქალაქგარეთ გაემგზავრეთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 20, 23 აგვისტო.

    მორიელი
    მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეთ, რომ მთავარი ფული კი არა, გრძნობებია. კვირას აკონტროლეთ გამონათქვამები, რათა გული არავის ატკინოთ. მეტად დაისვენეთ და ნაკლებად გარისკეთ, საჭესთანაც და ოჯახის წევრებთანაც.

    კვირის საუკეთესო დღეები: 17, 22 აგვისტო.

    მშვილდოსანი
    კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისა და თქვენ გარშემო არსებული ტოქსიკური ადამიანებისგან. შუა კვირიდან დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. ოჯახის საქმეებში ნუ ჩარევთ ნათესავებსა და მეზობლებს. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

    კვირის საუკეთესო დღეები: 19, 23 აგვისტო.

    თხის რქა
    თუ რაღაც გაწუხებთ და ახლობლებისთვისაც გიჭირთ თქმა, განცდები ფურცელზე გადაიტანეთ. შეიძლება საკუთარ თავში ახალი - წერის ნიჭი აღმოაჩინოთ. სხვათა შორის, მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. უქმეებზე გამოიძინეთ და დატკბით ბუნებაში ყოფნით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მეტად მოსაყვარულე იყავით მეუღლის მიმართ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 18, 21 აგვისტო.

    მერწყული
    თუ შვებულებაში ხართ, გამონახეთ დრო სწავლისთვის. თვითგანვითარება ყველაზე კარგ შედეგს მოგიტანთ. არ იკამათოთ ნათესავებთან, ეს სულიერ სიმშვიდეს დაგირღვევთ. მგზავრობისას რომანტიკული თავგადასავალი გელით, რაც ყველა სირთულეს დაგავიწყებთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 19, 20 აგვისტო.

    თევზები
    ჰარმონიული და მშვიდი გარემო შეიქმენით და ეცადეთ, ნაკლებად გამოხვიდეთ "სცენაზე". თქვენი ახალი პროექტების განხორციელება შუა კვირიდან დაიწყეთ. პარასკევს საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. უქმეებზე შინ მეგობრებს უმასპინძლეთ და იმხიარულეთ.

    კვირის საუკეთესო დღეები: 17, 18 აგვისტო.

    წყარო: marao.ge
    160 ნახვა
    18-08-2020, 00:41