X
GOGA.TV
13
19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა, რომელიც ფერისცვალებას ემთხვევა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად
  • 19 აგვისტოს უნიკალური ახალმთვარეობაა, რომელიც ფერისცვალებას ემთხვევა - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

    მთვა­რის ახა­ლი თვე 19 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა და 17 სექ­ტემ­ბრამ­დე, ახალ თვემ­დე გას­ტანს. ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით ოთხშა­ბათს, 6:41-ზე. ამ მოვ­ლე­ნას მარ­თლმა­დი­დე­ბუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ფე­რის­ცვა­ლე­ბაც ემ­თხვე­ვა, რის გა­მოც ამ დღეს უნი­კა­ლუ­რი ვუ­წო­დეთ. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რომ მთვა­რის ახალ თვეს პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ბე­დოთ? ახა­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შევ­ძლოთ? გირ­ჩევთ, ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­და­ხე­დოთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, გა­და­ხე­დოთ, რისი გა­მოს­წო­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. გა­ე­ცით ვა­ლე­ბი (მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც, მო­რა­ლუ­რიც). არ გა­დატ­ვირ­თოთ სხე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბით და ნერ­ვი­უ­ლო­ბით. მთვა­რის კლე­ბის ბოლო დღე­ებ­ში ადა­მი­ა­ნი ზედ­მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტი მე­ტად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია და გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თავ­საც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. გახ­სოვ­დეთ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლი დღე და სა­ა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. დი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ადე­ქით ერთი სა­ა­თით ადრე, მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი და მო­ემ­ზა­დეთ ახალმთვა­რე­ო­ბის შე­სახ­ვედ­რად, შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, რათა და­ი­მუხ­ტოთ მზის ენერ­გი­ით. კარ­გია ლოც­ვა ან მე­დი­ტა­ცია. სა­სურ­ვე­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბა, კარ­გი ეკო­ლო­გია და ჰარ­მო­ნია უსურ­ვოთ მთელ მსოფ­ლი­ოს. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კი ჩა­ი­ფიქ­რეთ ის, რაც გსურთ: ჯან­მრთე­ლო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ხვა­ვი და ბა­რა­ქა.

    ცაზე არ­სე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი მის­თვის ცუდ პო­ზი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა) მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა­სა და შე­ნა­ძე­ნებს 26 აგ­ვის­ტო­დან 9 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით გირ­ჩევთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ 10 სექ­ტემ­ბრი­დან აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ენერ­გი­ის პლა­ნე­ტა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) გახ­დე­ბა (3 ნო­ემ­ბრამ­დე) და ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. აქვე იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ პლა­ნე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 2020 წელს რეტ­როგ­რა­დუ­ლია, გვქონ­და 4 დაბ­ნე­ლე­ბა და კი­დევ ორი გვე­ლის წინ. ამი­ტომ, კარ­გი და წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნე დღე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ისი­ნი წელს ძა­ლი­ან ცოტა გვაქვს. მო­მა­ვალ­ში კარ­გი, მაგ­რამ მოკ­ლე პე­რი­ო­დი ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად გვექ­ნე­ბა 15 ნო­ემ­ბრი­დან 26 ნო­ემ­ბრამ­დე. და დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ 17 დე­კემ­ბრი­დან წლის ბო­ლომ­დე.

    ახა­ლა ორი სი­ტყვა თა­ვად ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ზე ვთქვათ: ახალმთავ­რე­ო­ბა დგე­ბა მა­შინ, როცა მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს ერთ წერ­ტილ­ში ხვდე­ბი­ან. ამ­ჯე­რად ეს იქ­ნე­ბა ლო­მის 26 გრა­დუ­სი. ცაზე და­ძა­ბუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი ჭარ­ბა­დაა და თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, მარ­სის (რო­მე­ლიც ახლა ენერ­გი­ულ ვერ­ძია. მას ისე­დაც იმ­პულ­სუ­რი ქმე­დე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, ლი­ლი­ტიც ხელს უწყობს ავან­ტი­უ­რა­სა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში) გავ­ლე­ნით ომი და ჩხუ­ბი მო­გინ­დე­ბათ, თუ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მოგ­ვა­რე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას და კონ­ფლიქ­ტებს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, ცდუ­ნე­ბა კი, ნამ­დვი­ლად დიდი იქ­ნე­ბა. ახლა მზე ლომ­შია, ძლი­ე­რია, რად­გან სა­კუ­თარ სახ­ლშია. ლომი მე­ფეა და ეცა­დეთ, პი­რა­დი გვირ­გვი­ნის თვა­ლებ­ზე ჩა­მო­ფხატ­ვამ მოვ­ლე­ნე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბა­ში არ შე­გი­შა­ლოთ ხელი. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი სხვე­ბის მი­მართ, მზე­სა­ვით გუ­ლუხ­ვად გა­ე­ცით სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი. მუ­დამ გახ­სოვ­დეთ, რომ სა­კუ­თარ თავს, ნერ­ვებს უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ. გაფრ­თხილ­დით, ემო­ცი­ებ­მა გო­ნე­ბა­ზე არ გა­ი­მარ­ჯვოს. მო­უს­მი­ნეთ რას გე­უბ­ნე­ბი­ან. ცე­ცხლო­ვა­ნი ახალმთვა­რე­ო­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ლი­დერს ერ­თად მო­უნ­დეს თა­ვის წა­მო­ყო­ფა და თა­ვი­სი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი კე­თი­ლად მოხ­დეს და არა აგ­რე­სი­უ­ლი მარ­სის გავ­ლე­ნით.

    სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად, ვინ მი­ი­ღებს ცის­გან სა­ჩუქ­რებს, გა­გი­მარ­თლათ: 13-17 აპ­რილს, 15-19 ივ­ნისს, 17-21 ოქ­ტომ­ბერს და 14-21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებს. აგ­რეთ­ვე, მათ, ვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლა­ნე­ტე­ბი გყავთ კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის, მერ­წყუ­ლის 25-29 გრა­დუ­სებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, კი ლო­მის 26-27 გრა­დუს­ში. სი­ახ­ლე­ე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ამ გრა­დუ­სებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პლან­ტე­ბე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვინც ქალ­წუ­ლის პირ­ველ დე­კა­და­შია და­ბა­დე­ბუ­ლი. და მერ­წყუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თე­ბერ­ვლის მე­სა­მე დე­კა­და­ში და­ი­ბად­ნენ.

    რა გე­ლო­დე­ბათ მთვა­რის ამ თვე­ში

    ვერ­ძი
    სიყ­ვა­რუ­ლი­სა და გარ­თო­ბის გან­წყო­ბა­ზე დად­გე­ბით. მო­გე­ცე­მათ ენერ­გია, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გეგ­მე­ბი. მეტი დრო გა­ა­ტა­როთ შვი­ლებ­თან ერ­თად. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ 19 აგ­ვის­ტო­დან აი­ღოთ შვე­ბუ­ლე­ბა და დრო და­უთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რა, ქალ­ბა­ტო­ნებს კი, რომ­ლებ­საც ფეხ­მძი­მო­ბა და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ, დიდი შან­სია, რომ აგის­რულ­დეთ.

    კურო
    სა­ო­ჯა­ხო და ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ დრო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის­თვის. ბი­ნის მე­ტად კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ნა­თე­სა­ვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ეს­ტუმ­როთ მათ ან ისი­ნი მი­ი­ღოთ შინ.

    ტყუ­პი
    მი­მო­წე­რა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ახლო მან­ძილ­ზე ხში­რი მი­მოს­ვლე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­შირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დო­კუ­მენ­ტებ­თან მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. თუ მან­ქა­ნის ყიდ­ვა ან რე­მონ­ტი გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, ახლა კარ­გი თვეა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან.

    კირჩხი­ბი
    აგი­მაღ­ლდე­ბათ სა­კუ­თა­რი თვით­შე­ფა­სე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მი­ი­ღოთ სამ­სა­ხუ­რი ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. თავს მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობთ. შე­იძ­ლე­ბა გა­გე­ზარ­დოთ ხელ­ფა­სი ან მი­ი­ღოთ ფული ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღოს, რაც და­ა­ფიქ­რებს, რომ აფა­სე­ბენ.

    ლომი
    ახლა ის დროა, როცა უნდა მო­ი­ცა­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, იმი­ჯის­თვის. შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი სა­მო­სი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი თავი სო­ცი­უმ­ში. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უჩ­ნდეს. ან მო­ა­ხერ­ხებთ თქვე­ნი ნი­ჭი­სა და ტა­ლან­ტის მე­ტად გა­მოვ­ლე­ნას.

    ქალ­წუ­ლი
    შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან და­მალ­ვა გსურთ, სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბა. კარ­გია თვით­გა­ნათ­ლე­ბა, ზოგი შე­იძ­ლე­ბა შორს გა­ემ­გზავ­როს და­სას­ვე­ნებ­ლად ან ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კარ­გი თვეა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებ­თან ან სუ­ლაც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გამო მო­გი­წი­ოთ იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნამ.

    სას­წო­რი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აღი­ა­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ. ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებს ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე დას­წრე­ბას. არის შან­სი, რომ 19 აგ­ვის­ტო­დან და­ი­წყოთ აქ­ტი­უ­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ან ინ­ტერ­ნე­ტით ზოგი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, მი­ი­ღებს შეკ­ვე­თებს.

    მო­რი­ე­ლი
    სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი ან იქ და­წი­ნა­ურ­დეთ, სა­დაც უკვე მუ­შა­ობთ. ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს და­ი­კა­ვებს სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ტი­კა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა კონ­კურ­სში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტი ან პი­რა­დი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს. კარ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    გე­ლით კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან (იუ­რისპრუ­დენ­ცია). შე­იძ­ლე­ბა და­გე­წყოთ სწავ­ლა, უცხო­ელ ლექ­ტო­რებ­თან. ან თა­ვად და­ი­წყოთ სხვე­ბის­თვის რა­ღა­ცის სწავ­ლა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ კონ­ტაქ­ტე­ბი საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან (კლი­ენ­ტებ­თან, მომ­წო­დებ­ლებ­თან) ან და­ი­წყოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა უცხო­ელ­თან. ზო­გი­ერთს გა­უჩ­ნდე­ბა უცხო ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი ან სხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

    თხის რქა
    ცვლი­ლე­ბე­ბი გა­გაძ­ლი­ე­რებთ, ფორ­სმა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მშვი­დად უნდა შეხ­ვდეთ. შე­იძ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თვე ცოტა და­ძა­ბუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სწო­რედ სირ­თუ­ლე­ე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გა­გაძ­ლი­ე­რებთ. სხვა­თა შო­რის, თუ გარ­კვე­ულ თან­ხას ელო­დე­ბით, ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ მისი მი­ღე­ბის შან­სი მა­ტუ­ლობს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აი­ღოს კრე­დი­ტი ან და­ი­წყოს სა­მემ­კვიდ­რეო, სა­და­ზღვე­ვო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. სუ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ეზო­ტე­რი­კით, სუ­ლი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დეთ და მისი შეს­წავ­ლა და­ი­წყოთ.

    მერ­წყუ­ლი
    გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტი პარტნი­ო­რებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც რა­ღაც - საქ­მი­ა­ნი ან პი­რა­დი - ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­თან. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­გი­თან­ხმებთ. თუ უკვე გყავთ მე­უღ­ლე, ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ერ­თად. საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს კი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­ტრაქ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა ელით. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ტო­რის როლს შე­ას­რუ­ლებს და და­გეხ­მა­რე­ბათ იმ პრო­ექ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, სა­დაც ადრე მარ­ტოს გი­ჭირ­დათ.

    თევ­ზე­ბი
    ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვა, მუ­შა­ო­ბა და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ერ­თმა­ნეთს უნდა შე­უ­თავ­სოთ. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ავად­მყო­ფი ახ­ლობ­ლის მოვ­ლამ. ყო­ველ­დღი­უ­რი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი მო­ი­მა­ტებს და კი­დევ უფრო მეტ დროს მო­ი­თხოვს თქვენ­გან. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს მი­აგ­ნოთ ან ახალ სპე­ცი­ა­ლისტს. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, 19 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღეთ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა და­გიბ­რუნ­დეთ ძვე­ლი კლი­ენ­ტე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    179 ნახვა
    18-08-2020, 00:45