X
GOGA.TV
13
ლუკაშენკომ შსს-ს 300-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა
  • ლუკაშენკომ შსს-ს 300-ზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა

    ბელარუსის პრეზიდენტმა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დააჯილდოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების წახალისებით, ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყანაში გავლენების შენარჩუნებას ცდილობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს 300-ზე მეტმა თანამშრომელმა "უნაკლო მსახურებისთვის” I, II და III ხარისხის მედლები მიიღო.

    შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას აპროტესტებენ.

    საერთაშორისო საზოგადოება ბელარუსის ლიდერს არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ მოუწოდებს.

    "ევროკავშირის ფარგლებში გერმანია გარკვეულწილად უკვე შეთანხმდა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე. რას მოიცავს სანქციები, ამას სიტუაცია გვიჩვენებს, ამ დროისთვის კი ის ბელარუსის ოპიციალურ პირებს შეეხება, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში არიან ბრალდებული," - აცხადებს გერმანიის კანცლერის პრესსპიკერი შტეფან ზიბერტი.
    104 ნახვა
    18-08-2020, 08:10