X
GOGA.TV
13
  • ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიებს მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა

    ოპოზიციის მიერ ერთხმად არჩეულმა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიებს მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

    "მე ვიქნები ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტიას, ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა და მხარდაჭერა გამომიცხადა. ის შეთანხმება, რაც დაიდო "ლეიბორისტების ოფისში" აქამდე, კვლავ ძალაში რჩება. ეს არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც არცერთ ოლქში, სადაც შეთანხმებული საერთო კანდიდატები არსებობს, "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.

    ოპოზიცურ პარტიებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ ჩვენს პარტიის წევრებს და თუ რომელიმე მათგანი დაუჭერს მხარს იმ ხედვებს, რასაც ჩვენ ვაპირებთ რომ გავატაროთ - ისინი "გირჩის" ამომრჩევლების მხარდაჭერას მიიღებენ,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    "გირჩის" ლიდერმა საარჩევნო კონკურენტზე - გია ვოლსკიზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ოპოზიციის მხრიდან მისი მხარდაჭერა, ვოლსკის არჩევნებში დასამარცხებლად მნიშვნელოვნად წაადგება.

    "რაც შეეხება გიორგი ვოლსკის, მე მის დამარცხებას ვაპირებ, ის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული სახეა და მხარდაჭერა, რომელიც მე დღეს გამომიცხადეს, ამ საქმეში მნიშვნელოვნად წამადგება,"- განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

    ოპოზიცია თბილისის დარჩენილი ორი ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებზე სრულად შეთანხმდა.

    საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი-ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში-ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
    129 ნახვა
    18-08-2020, 08:14
    News-ები