X
GOGA.TV
13
რომელ ასაკშია მზად მამაკაცი სერიოზული ურთიერთობებისთვის? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რომელ ასაკშია მზად მამაკაცი სერიოზული ურთიერთობებისთვის? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კი არ­სე­ბობს სა­ი­მი­სოდ, რომ მან ჰარ­მო­ნი­უ­ლი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შექ­მნა შეძ­ლოს. ზო­გი­ერ­თი ამ ასა­კის მოს­ვლამ­დე ას­წრებს ხოლ­მე რამ­დე­ნი­მე უიღ­ბლო რო­მა­ნის გა­და­ტა­ნას ან სუ­ლაც გან­ქორ­წი­ნე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ამ მხრივ მა­მა­კა­ცე­ბის ბე­დია. ძლი­ე­რი სქე­სის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რო­დია მზად უღელ­ში თა­ვის გა­სა­ყო­ფად ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან.

    ასე მა­გა­ლი­თად, "ქრო­ნი­კუ­ლი ბერ­ბი­ჭე­ბის" სი­ა­ში შე­დი­ან: მერ­წყუ­ლის, ტყუ­პის, მშვილ­დოს­ნი­სა და ქალ­წუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი კა­ცე­ბი. მერ­წყუ­ლი და მშვილ­დო­სა­ნი ზედ­მე­ტად აფა­სებს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ტყუ­პი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ფლირ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია, ხოლო ქალ­წუ­ლი ზედ­მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლი და სა­კუ­თა­რი "პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის" ბუ­ნე­ბა არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­ტი­ვად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის არ­ჩე­ვი­სას. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნებს შო­რის და­ბა­დე­ბულ­მა მა­მა­კა­ცებ­მა სა­სურ­ვე­ლია ოჯა­ხი გვი­ან ასაკ­ში შექ­მნან. იმი­ტომ რომ, ისი­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლად "მწიფ­დე­ბი­ან" ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის.

    შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია "ქმრის" რო­ლის მორ­გე­ბა სას­წო­რის, თევ­ზე­ბის, ლო­მის და ვერ­ძის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნებს შო­რის ემო­ცი­უ­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვხვდე­ბი­ან ხში­რად. ამი­ტომ მათ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია პარტნი­ო­რო­ბის თემა და სიყ­ვა­რუ­ლის გამო ბევრ რა­მე­ზე არი­ან წამ­სვლე­ლი. თუმ­ცა, რამ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვია მათი გრძნო­ბე­ბი ეს უკვე სხვა სა­კი­თხია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ გრძნო­ბებს მუდ­მი­ვი მოვ­ლა და გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა ქა­ლის მხრი­დან.

    და­ბო­ლოს, სტა­ბი­ლუ­რი და ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე "მე­ო­რე ნა­ხევ­რის" სტა­ტუ­სის მო­სარ­გე­ბად სავ­სე­ბით მზად­მყო­ფი მამ­რე­ბის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - კურო, კირჩხი­ბი, თხის რქა და მო­რი­ე­ლი. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე გა­აჩ­ნი­ათ მო­ვა­ლე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა. არ აში­ნებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და სხვებ­ზე ზრუნ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ არის მათ­თვის მძი­მე ტვირ­თი. ისი­ნი ლი­დე­რუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი არი­ან, ამი­ტომ ოჯა­ხი მათ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ლი­გო­ნია ამ ლი­დე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­სამ­ჟღავ­ნებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებ­ში შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ად­რე­ულ წლებ­შიც კი დად­გეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    187 ნახვა
    20-08-2020, 00:50