X
GOGA.TV
13
ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილმა სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა
  • ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილმა სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა

    პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

    პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    75 ნახვა
    20-08-2020, 08:24