X
GOGA.TV
  • შსს-ში ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი გამოკითხეს

    ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მისი თქმით, გამოძიება ინტერესდებოდა ჟურნალისტის მომზადებული რეპორტაჟით და იმ მობილური ტელეფონით, რომელიც ჟურნალისტს ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა.

    საქმე უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის საქმეს და ამ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს.

    "გამომძიებელს ჰქონდა ძირითადად შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ საიდან გვქონდა ეს ტელეფონი და შესაბამისად რა ეწერა ამ მიმოწერაში და გვთხოვდნენ, რომ დაგვესახელებინა წყარო, ვინ მომაწოდა ეს ტელეფონი. თუმცა ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება წყაროს გათქმის და გასაჯაროების, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით უარი, რომ დაგვესახელებინა, თუ ვინ მომცა ეს ტელეფონი," - განაცხადა გიგლა თუმანიშვილმა.
    145 ნახვა
    21-08-2020, 08:27