X
GOGA.TV
13
  • გამოკვლევამ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა

    გამოკვლევამ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, ანატოლი კალინიჩენკომ, განაცხადა.

    მისივე თქმით, ექიმებმა დიაგნოზი დაადგინეს, თუმცა ისინი ამის შესახებ ინფორმაციას მედიას არ გააცნობენ. ანატოლი კალინიჩენკო აცხადებს, რომ პაციენტის მეუღლე და ძმა ინფორმირებულნი არიან დიაგნოზის შესახებ.
    78 ნახვა
    21-08-2020, 08:30