X
GOGA.TV
13
კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას
  • კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას

    კახა კალაძე ამბობს, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას და სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მიმართულებით.

    კალაძემ განცხადება თეთრიწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

    "ოცნების" გენერალურ მდივანს და თბილისის მერს არც ამჯერად დავიწყებია "9 წელი"

    „მაშინ, როდესაც ძალიან დიდი შიში და ზეწოლა იყო, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“- განაცხადა კალაძემ.
    83 ნახვა
    21-08-2020, 08:37