X
GOGA.TV
ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული
  • ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული

    საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული. ასე უპასუხა მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

    აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია.

    საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული, - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

    აბაშიძის განცხადებით, თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 20 ივნისის მოვლენების, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.
    108 ნახვა
    21-08-2020, 08:39