X
GOGA.TV
ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ
  • ზოდიაქოს ნიშნები განშორების შემდეგ

    იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, შე­სა­ბა­მი­სად, როცა ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მო­დის, სა­სურ­ვე­ლია, უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად გა­უშ­ვათ ადა­მი­ა­ნი ვის­თან კავ­შირ­საც თქვენ­თვის ტკი­ვი­ლის მეტი არა­ფე­რი მო­აქვს. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყვე­ლას როდი ახა­სი­ა­თებს ამ­გვა­რი ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, როცა საქ­მე "ყო­ფი­ლებს" ეხე­ბა. ამ სტა­ტი­ა­ში ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, ნა­ხევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ ზუს­ტად ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხს.

    ვერ­ძი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ომს იწყებს ყო­ფილ პარტნი­ორ­თან. ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და ის, რომ მისი და­კარ­გვით ყო­ფილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი და­კარ­გა.

    კურო ძნე­ლად ახერ­ხებს პო­ზი­ცი­ი­ე­ბის დათ­მო­ბას და რო­გორც წესი, გვი­ან აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც დამ­თავ­რდა. ამის შემ­დეგ ჯი­უ­ტად არ სურს ახა­ლი რო­მა­ნის წა­მო­წყე­ბა, იმის ში­შით, რომ ისევ მი­ა­ტო­ვე­ბენ.

    ტყუ­პი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ეკი­დე­ბა გან­შო­რე­ბის სა­კითხს. მის­თვის ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­თა­და­რი­გო ვა­რი­ან­ტი და სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად იშ­ლის ნერ­ვებს ყო­ფილ­თან ბრძო­ლით.

    კირჩხი­ბი პირ­ველ რიგ­ში შე­ეც­დე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო თუ არა­შე­საძ­ლო მე­თო­დე­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პარტნი­ო­რი, თუ ეს არ გა­მოს­დის ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვას იწყებს მის გარ­შე­მო და ცდი­ლობს, ყო­ფი­ლი არ გა­ა­ხა­როს.

    ლომი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა სა­ჯა­როდ და­ამ­ცი­როს ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, იმის დამ­ტკი­ცე­ბით, რომ მას­ზე უფრო წარ­მა­ტე­ბულ ან უკე­თეს შემ­ცვლელს იპოვ­ნის მალე. სი­ა­მა­ყე არა­სო­დეს მის­ცემს უფ­ლე­ბას ვინ­მეს ეხ­ვე­წოს.

    ქალ­წუ­ლი მა­ნი­ა­კა­ლუ­რად ებღა­უ­ჭე­ბა ყო­ფილ პარტნი­ორს, რო­გორც წესი მა­ში­ნაც კი, როცა მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი აღარ აქვს. უჭირს ახალ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გა­და­ერ­თოს, ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია ძვე­ლი, თუნ­დაც აუ­ტა­ნე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ახალს და პერ­სპექ­ტი­ულს.

    სას­წო­რი თავს უბე­დუ­რად გრძნობს მაქ­სი­მუმ ერთი კვი­რა, შემ­დეგ ახა­ლი ფლირ­ტის გა­ჩა­ღე­ბას იწყებს. მის­თვის მარ­ტი­ვია სიყ­ვა­რულ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გა­და­გო­რე­ბა ოღონდ კი ვინ­მემ ანუ­გე­შოს და მი­უ­ა­ლერ­სოს.

    მო­რი­ე­ლის­თვის "ყო­ფი­ლი" არ არ­სე­ბობს ამ სი­ტყვის რო­გორც პირ­და­პი­რი ისე ირი­ბი გა­გე­ბით. იგი ეც­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­კაც­რით და­სა­ჯოს პარტნი­ო­რი, რო­მელ­მაც გა­ბე­და და მი­ა­ტო­ვა. თუნ­დაც ამის გამო სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბაც მო­უხ­დეს.

    მშვილ­დო­სა­ნი სა­შინ­ლად გა­ნიც­დის თუკი პირ­ვე­ლი მი­ა­ტო­ვეს (რო­გორც წესი მუ­დამ პი­რი­ქით ხდე­ბა), ასეთ დროს იგი იბოღ­მე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ყო­ფი­ლის შე­სა­ხებ სა­ერ­თო მე­გობ­რებ­ში შავი პი­ა­რი აა­გო­როს.

    თხის რქა მძი­მედ იტანს იმედ­გაც­რუ­ე­ბას, თუმ­ცა რო­გორც წესი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ჩხუ­ბით ან სცე­ნე­ბით არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს. ასეთ დროს იგი მთლი­ა­ნად ერ­თვე­ბა მუ­შა­ო­ბა­ში და ცდი­ლობს, მომ­დევ­ნო ჯერ­ზე მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოს პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას.

    მერ­წყუ­ლი მარ­ტი­ვად და გა­გე­ბით ეკი­დე­ბა, როცა მის­გან მი­დი­ან. იგი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ყო­ფილ პარტნი­ორ­თან და იშ­ვი­ა­თად ეკი­დე­ბა მას მტრად.

    თევ­ზე­ბი დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბა, როცა ხე­დავს რომ მისი სიყ­ვა­რუ­ლი "კვდე­ბა" და რე­ა­ნი­მი­რე­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. რო­გორც წესი, ყვე­ლა­ნა­ირ მსხვერ­პლზე მი­დის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ნაც­ვლოდ, თუ ეს არ გა­მო­დის, დიდი ხნის მან­ძილ­ზე უძ­ნელ­დე­ბა გონ­ზე მოს­ვლა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    210 ნახვა
    22-08-2020, 00:12