X
GOGA.TV
13
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის სექსი უნდათ
  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის სექსი უნდათ

    ხში­რად დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სექ­სუ­ა­ლურ პო­ტენ­ცი­ალს, მათ ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბას და იმას თუ მა­ინც რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი და მომ­ხიბ­ვლე­ლი ინ­დი­ვი­დე­ბი. ამ­გვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის კი რაც არ უნდა სა­წყე­ნი იყოს, ძნე­ლად იქ­ნე­ბა ზუს­ტი და ცალ­ხა­სად ვე­რა­ვინ გე­ტყვით, რომ თუნ­დაც პლუ­ტო­ნი­სა და მარ­სის მაგ­ნე­ტიზ­მით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აჯო­ბებს სექ­სუ­ა­ლურ ტემ­პე­რა­მენ­ტში, ვთქვათ და ბევ­რის­თვის სა­ქი­ლი­კოდ ქცე­ულ მა­მა­კაც ქალ­წულს. მარ­თა­ლია, ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მო­რი­ე­ლე­ბი, ვერ­ძე­ბი, ლო­მე­ბი და მშვილ­დო­სე­ბი დი­ა­ხაც რომ ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბი­თა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის სი­ჭარ­ბით არი­ან გა­მორ­ჩე­ულ­ნი, მაგ­რამ ქალ­წუ­ლის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც თა­ვის მხრივ პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი მარ­თავს, ხში­რად აქვთ ხოლ­მე მო­მიჯ­ნა­ვე ორი ნიშ­ნის სას­წო­რი­სა და მო­რი­ე­ლის გავ­ლე­ნა, რის ხარ­ჯზეც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვი­ღებთ სას­წო­რი­ვით სწო­რუ­პო­ვარ მოფ­ლირ­ტა­ვე და მო­რი­ე­ლი­ვით ტემ­პერ­მენ­ტი­ან, სექ­სუ­ა­ლურ ინ­დი­ვიდს. რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ თუ ის მა­მა­კა­ცი გახ­ლავთ ფი­ნან­სუ­რად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბა. ჰოდა, სხვა რა არის სა­ჭი­რო სუს­ტი სქე­სის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მო­სა­ხიბ­ლად?

    თუმ­ცა, მო­დით, ამ­გვარ მსჯე­ლო­ბას თავი და­ვა­ნე­ბოთ, იმი­ტომ რომ ნე­ბის­მი­ე­რი შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად, მსჯე­ლო­ბა იმა­ზე რამ­დე­ნად სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­რი­ელ­ნა­რე­ვი ქალ­წუ­ლი, ან ვერ­ძა­რე­ვი თევ­ზე­ბი საკ­მა­ოდ შორს წაგ­ვიყ­ვანს. ჩვენს დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­ში კი ზო­გა­დი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით და სექ­სუ­ა­ლუ­რად სამ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ქალ­სა და მა­მა­კაცს გა­გაც­ნობთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

    და­ვი­წყოთ მამ­რე­ბით, რო­გორც ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, აქ­ტი­უ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად აქვთ შემ­დე­გი ზო­დი­ა­ქოს მა­მა­კა­ცებს:

    მშვილ­დოს­ნებს - მათ­ში "დონ ჟუ­ა­ნის" სტა­ტუ­სი მო­ნა­დი­რის ინ­სტინ­ქტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მშვილ­დო­სანს სექსზე მე­ტად ახალ-ახა­ლი ქა­ლე­ბის გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბა და ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ანი­ჭებს "მო­რა­ლურ ორ­გაზმს".

    მო­რი­ე­ლე­ბი - ამ მა­მა­კა­ცებს შო­რის ვხვდე­ბით მშვილ­დო­სა­ნი­ვით პო­ლი­გა­მი­ის მოყ­ვა­რუ­ლებ­საც (ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, მო­რი­ე­ლი ნაკ­ლე­ბი მო­ნა­დი­რის ინ­სტინ­ქტე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა) და ერ­თგულ ინ­დი­ვი­დებ­საც, რო­მელ­თაც მხო­ლოდ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ თავს ღა­ლა­ტის უფ­ლე­ბა აღარ მის­ცენ. თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია - ეს ფაქ­ტი რე­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბა კი სი­მარ­თლეს?

    ვერ­ძე­ბი - ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი და გარ­შე­მო ყვე­ლას­თვის სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის სურ­ვი­ლი ხში­რად უბიძ­გებს ვერძს ბევ­რი ქალი იყო­ლი­ოს და არა­სო­დეს გა­ჩერ­დეს მიღ­წე­ულ­ზე. თუმ­ცა, მსგავ­სად მო­რი­ე­ლი­სა, მა­საც შეს­წევს ძალა იყოს ერ­თგუ­ლი, მა­ნამ სა­ნამ გულ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნა­პერ­წკა­ლი გა­აჩ­ნია.

    ქა­ლებ­თან საქ­მე ცოტა სხვაგ­ვა­რა­დაა. რო­გორც ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, ტემ­პე­რა­მენ­ტი და პო­ლი­გა­მი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა (პარტნი­ო­რე­ბის ცხვირ­სა­ხო­ცე­ბი­ვით ცვლა) აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა ცნე­ბე­ბია. ამი­ტომ ჩვენს სა­მე­ულ­ში ბოლო კა­ტე­გო­რი­ის მდედ­რებს გან­ვი­ხი­ლავთ:

    ტყუ­პი - მისი პრობ­ლე­მა ხა­სი­ა­თის ცვა­ლე­ბა­დო­ბაა. ამი­ტომ მა­მა­კა­ცებს ქალი ტყუ­პი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რობ­ლე­მოდ, ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე იც­ვლის. თუ პარტნი­ო­რი მო­ბეზ­რდა და მას­თან ყოფ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რუ­ტი­ნულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა, იგი მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­ნა­ხავს შემ­ცვლელს. სექსში თა­ვი­სუ­ფა­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის მა­მა­კა­ცის "მო­ჩან­გვლა" საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და იოლი რა­მაა.

    ქალ­წუ­ლი - ამ­ბო­ბენ, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქა­ლე­ბი სექ­სით ხში­რად მერ­კან­ტი­ლუ­რი მო­ტი­ვე­ბით კავ­დე­ბი­ან. არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ ქალ­წუ­ლებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლიც შე­უძ­ლი­ათ, ოღონდ გო­ნე­ბით. მაგ­რამ კარ­გად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად შემ­დგა­რი დრო­ე­ბი­თი პარტნი­ო­რის ყოლა ხელს სუ­ლაც არ უშ­ლის მათ, რომ იმ "ერ­თა­დერ­თის" გა­მო­ჩე­ნამ­დე სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე სარ­ფი­ა­ნად და­ა­ბან­დონ.

    მერ­წყუ­ლი - მას ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ხიბ­ლავს. ფული ან ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბი იშ­ვი­ა­თა­დაა მის­თვის მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი კრი­ტე­რი­უ­მი. უყ­ვარს სექ­სი და სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს არა­სო­დეს და­მა­ლავს მორ­ცხვი, კდე­მა­მო­სი­ლი ქა­ლის ნი­ღაბს მიღ­მა. ხში­რად ზედ­მე­ტად ხმა­მა­ღალ გან­ცხა­დე­ბებ­საც კი აკე­თებს ამ კუ­თხით, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ უფ­ლე­ბა აქვს სა­დაც უნდა, ვის­თა­ნაც და რამ­დენ­ჯე­რაც იმ­დენ­ჯერ ჰქონ­დეს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გო­რიც მის­თვის არის მი­სა­ღე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    183 ნახვა
    22-08-2020, 00:16