X
GOGA.TV
13
ამბროლაურში 29 წლის მამაკაცი მოკლეს
  • ამბროლაურში 29 წლის მამაკაცი მოკლეს

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი მოკლეს, გარდაცვლილი ვლას აბუთიძეა, ის სახლთან გაგუდულ მდგომარეობაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ვლას აბუთიძეს დაპირისპირება სხვა სოფლის ახალგაზრდებთან ჰქონდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმსინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, თუმცა მათი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
    117 ნახვა
    22-08-2020, 10:56