X
GOGA.TV
13
ხართ თუ არა სიყვარულში ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშანი?
  • ხართ თუ არა სიყვარულში ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშანი?

    ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულს არ ეძებს და არ ოც­ნე­ბობს ჰარ­მო­ნი­ულ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. თუმ­ცა, ბევრ ჩვენ­განს ავი­წყდე­ბა, რომ ჭეშ­მა­რი­ტად ნამ­დვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი გულ­წრფე­ლო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ნდო­ბაა პარტნი­ო­რის მი­სა­მარ­თით. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი ან­გა­რე­ბი­სა და სხვა ქვე­ნა აზ­რე­ბის­გან, როცა გვიყ­ვარს ვინ­მე.

    კურო - ერთი შე­ხედ­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლის­ტუ­რი ხედ­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია, პრინ­ციპ­ში ასეც არის ნა­წი­ლობ­რივ. თუმ­ცა, მი­წა­ზე მყა­რად მდგო­მი კურო, სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა, როცა ნამ­დვი­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის­თვის სიყ­ვა­რულს გა­სა­ო­ცა­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ძალა აქვს და რამ­დე­ნიც არ უნდა უკი­ჟი­ნონ ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რებ­მა რომ ეს ადა­მი­ა­ნი მას სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფე­რე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კურო ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტზე აზრს არაფ­რის დი­დე­ბით არ შე­იც­ვლის. მისი ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ უზო­მო და უვა­დოა.

    მშვილ­დო­სა­ნი - ბუ­ნე­ბით იდე­ა­ლის­ტია და თუკი მი­აგ­ნო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის იდე­ალს ასე თუ ისე შე­ე­სი­ტყვე­ბა, გა­სა­ო­ცა­რი ძა­ლით იცის შეყ­ვა­რე­ბა. თა­ნაც სპონ­ტა­ნუ­რად და რე­კორ­დულ დრო­ში ას­წრებს ხოლ­მე არამ­ხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბას არა­მედ და­ქორ­წი­ნე­ბას. როცა უყ­ვარს მზად არის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­სა­მარ­თით მაქ­სი­მუ­მი გას­ცეს. არ წვრილ­მან­დე­ბა და არა­სო­დეს ფიქ­სირ­დე­ბა დე­ტა­ლებ­ზე. მის­თვის მთა­ვა­რია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი - გა­სა­ო­ცა­რი თავ­გან­წირ­ვის უნა­სი მქო­ნე, სა­ოც­რად სენ­სი­ტი­უ­რი ნი­შა­ნია. თევ­ზე­ბი რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ ძალ­ზე ხში­რად აი­დე­ა­ლე­ბენ ხოლ­მე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას და ინ­ტე­რე­სის ობი­ექტსაც უნაკ­ლოდ წარ­მო­იდ­გე­ნენ. სიყ­ვა­რულ­ში უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი მსხვერ­პლის გა­ღე­ბის ძალა შეს­წევთ ხოლ­მე. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო, სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზეც მარ­ტი­ვად იტყვი­ან უარს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    338 ნახვა
    23-08-2020, 01:06