X
GOGA.TV
13
  • ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ ვითარება

    ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრეს დღეს სტრატეგია აღმაშენებელში. პარტიის წევრი თეონა აქუბარდია კრიმინალის გახშირებულ ფაქტებზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს.

    პოლიტიკური პლატფორმა ”სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინალი გაიზარდა.

    "იმის მტკიცება, რომ კრიმინალი შემცირდა, აბსურდია. ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ე.წ რეფორმების ბრალია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ქუჩაში თავს დაცულად არ ვგრძნობთ,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
    125 ნახვა
    23-08-2020, 09:27