X
GOGA.TV
13
ვინ არის თქვენი სულიერი მეგობარი და მესაიდუმლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ვინ არის თქვენი სულიერი მეგობარი და მესაიდუმლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ამი­ტომ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ მე­გობ­რებს ჩვენ სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მით ვირ­ჩევთ. უმ­თავ­რე­სი კი ამ მხრივ მა­ინც ემო­ცი­უ­რი თან­ხვედ­რა და სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვეა. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გა­აჩ­ნია და­ნარ­ჩენ თერ­თმეტ ნი­შანს შო­რის მაქ­სი­მუმ ერთი, პო­ტენ­ცი­უ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს ქა­ლია თუ მა­მა­კა­ცი. მთა­ვა­რია, რომ თქვენ და მას მსგავ­სი ემო­ცი­უ­რი ველი გა­გაჩ­ნი­ათ და სამ­ყა­როს და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რად აღიქ­ვამთ.

    ვერ­ძის­თვის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მშვილ­დო­სა­ნი. მშვილ­დო­სა­ნი თა­ვი­სი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ბუ­ნე­ბით ათ­ვი­ნი­ე­რებს ჯიუტ ვერძს.

    კუ­როს იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია კირჩხი­ბი. ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თნა­ი­რად უყ­ვართ ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვე და ვი­ქენ­დებ­ზე გემ­რი­ელ სა­სუსნავ­თან ერ­თად ჩაის სმა, გუ­ლახ­დი­ლი დი­ა­ლო­გის თან­ხლე­ბით.

    ტყუ­პის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია მერ­წყუ­ლი, მერ­წყულს გა­აჩ­ნია ურა­ნი ტყუპს იდე­ებს და აზ­რე­ბის სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­როს, ამ "გე­ნე­რა­ლუ­რი და­ლა­გე­ბის" შემ­დეგ კი რე­ა­ლუ­რად ფა­სე­უ­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნოს ტყუპს სა­კუ­თარ თავ­ში.

    კირჩხი­ბის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია მო­რი­ე­ლი. მხო­ლოდ მო­რი­ელს აქვს უნა­რი, კირჩხი­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ დეპ­რე­სი­ულ შე­მო­ტე­ვებს გა­უძ­ლოს და ეს უკა­ნას­კნე­ლი ბრძო­ლის­კენ წა­ა­ქე­ზოს.

    ლო­მის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია ვერ­ძი. ვერ­ძის და­უშ­რე­ტე­ლი ენერ­გია და ოპ­ტი­მიზ­მი, ხში­რად ხდე­ბა ლო­მის­თვის გმი­რო­ბე­ბის ჩა­დე­ნის წყა­რო.

    ქალ­წუ­ლის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია კურო. კუ­როს სიმ­შვი­დე და ეს­თე­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბა, ქალ­წულ­ში სი­ცო­ცხლით ტკბო­ბის სურ­ვილს რე­ა­ლუ­რად აღ­ვი­ძებს და ამ უკა­ნას­კნელს სჯე­რა, რომ ცხოვ­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის ოფი­სის ფან­ჯრებს გა­რე­თაც მშვე­ნი­ე­რია.

    სას­წო­რის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია ტყუ­პი. ტყუპს შე­უძ­ლია სას­წორს თან­და­ყო­ლი­ლი ყოყ­მა­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და­აძ­ლე­ვი­ნოს და აი­ძუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რე­კორ­დულ დრო­ში მი­ღე­ბა.

    მო­რი­ე­ლის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია თხის რქა. მხო­ლოდ თხის რქას შე­უძ­ლია მო­რი­ელს სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­როს, როცა ეს უკა­ნას­კნე­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას და ბრაზს ვერა და ვერ ინე­ლებს.

    მშვილ­დოს­ნის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია მერ­წყუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვთ ერ­თმა­ნეთს გა­უ­გონ უსი­ტყვოდ და ყო­ველ­თვის მო­ი­ფიქ­რონ ათას­გვა­რი სი­სუ­ლე­ლე, ურ­თი­ერ­თის გა­სამ­ხი­ა­რუ­ლებ­ლად.

    თხის რქის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია თევ­ზე­ბი. თევ­ზე­ბის თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა და მოს­მე­ნის გა­სა­ო­ცა­რი ნიჭი თხის რქის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი წა­მა­ლია, პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბი­სას.

    მერ­წყუ­ლის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია სას­წო­რი. სას­წორს შე­უძ­ლია მერ­წყუ­ლის მას­შტა­ბურ იდე­ებს, კარ­გი შე­ფუთ­ვა მო­უ­ძებ­ნოს და რე­ა­ლუ­რად აქ­ცი­ოს იგი შე­დევ­რად.

    თევ­ზე­ბის იდე­ა­ლუ­რი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რია კირჩხი­ბი, როცა კირჩხი­ბი თა­ვის­ზე სუსტს და მო­წუ­წუ­ნეს ხე­დავს შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის­თვის იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. ამი­ტომ თევ­ზე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად იგი არა­ერთ გმი­რო­ბას ჩა­ი­დენს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    265 ნახვა
    24-08-2020, 00:05