X
GOGA.TV
13
კრემლმა "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებში დასახმარებლად 8 მილიონი გამოუყო
  • კრემლმა "პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებში დასახმარებლად 8 მილიონი გამოუყო

    ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები დაასახელა, ესენია "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი - ამის შესახებ საუბარია რუსულ საგამოძიებო სტატიაში. საინფორმაციო სააგენტო "დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

    რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

    "კომპანია, რომელიც "ქართული ოცნების" სატელიტ პარტიას, "პატრიოტთა ალიანსს" ჰყავს დაქირავებული, არის ე.წ. კომპანია "პოლიტსერის," რომელიც უწევთ მათ კონსულტაციას. ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ქართული კანონმდებლობით აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება და ეს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს ამ ფაქტებზე,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
    419 ნახვა
    24-08-2020, 11:20